Home » მთავარი » აბასთუმანში ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში უკრაინული თვითმფრინავიც ჩაერთვება

აბასთუმანში ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში უკრაინული თვითმფრინავიც ჩაერთვება

 აბასთუმანში ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში უკრაინული თვითმფრინავიც ჩაერთვებაშესაბამისი ინფორმაცია უკვე გამოქვეყნდა ქვეყნის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ოფიციალურ ვებგვერდზე.

მთელი ღამის განმავლობაში აბასთუმანში გაჩენილ ხანძარს ცოცხალი ძალა აქრობდა. მობილიზებული იყო სპეციალური მძიმე ტექნიკა, რომლითაც ხანძრამდე მისასვლელი გზა უნდა გაიჭრას. შს მინისტრის დავალებით ადგილზე გვიან ღამით რამდენიმე ასეული განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები ჩავიდნენ.

„იმედი გვაქვს, რომ აბასთუმნის ტყეში ხანძრის ჩაქრობის პროცესში დღის მეორე ნახევრამდე კონკრეტულ შედეგებს მივიღებთ. ცოცხალი ძალა, 1000 კაცამდე უკვე ტყეშია. დღეს დილიდან უკვე დამატებითი ძალები გაიგზავნა. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის გაიჭრა დაახლოებით 5 კილომეტრამდე ახალი გზა ტყეში, იმისთვის, რომ სპეცტექნიკამ მოახერხოს და მივიდეს ხანძრის კერებთან. ასევე მოწყობილი იქნა ხელოვნურად ავზები, რათა ავიაციამ მოახერხოს და აიღოს წყალი. ჩვენ ველოდებით უკვე დამატებითი ძალებით ვერტმფრენებს და ავიაციის ჩართვას, ერთი ვერტმფრენი უკვე მუშაობს” – განაცხადა შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა.

ბორჯომის ხეობიდან აბასთუმანში გადაინაცვლა საგანგებო შტაბმაც. არაოფიციალური ინფორმაციით ბორჯომ-ხარაგაულის ტყეში დამწვარია 5 ჰექტარი ფართობი, იწვის წიწვოვანი ხეები.

ბორჯომის ხეობიდან აბასთუმანში გადაინაცვლა საგანგებო შტაბმაც. არაოფიციალური ინფორმაციით ბორჯომ-ხარაგაულის ტყეში დამწვარია 5 ჰექტარი ფართობი, იწვის წიწვოვანი ხეები.

Facebook Comments
x

Check Also

კამელინი ამცირებს სიმსივნის რეციდივირებისა და მეტასტაზების წარმოქმნის რისკს

საქართველოში ყოველწლიურად სიმსივნის დაახლოებით 10,000 ახალი შემთხვევა ფიქსირდება. თანამედროვე მედიცინაში ტრადიციულ ქიმიოთერაპიულ საშუალებებთან ერთად, სულ ...