You are here
აბესაძეს ბრალის წარდგენის ვადა დღეს 22:00 საათზე ეწურება მთავარი სამართალი 

აბესაძეს ბრალის წარდგენის ვადა დღეს 22:00 საათზე ეწურება

ქრთამის აღების ფაქტზე ბრალდებულ ოთარ აბესაძის ადვოკატს საქმის მასალები გადაეცა.

ჭკადუას თქმით, საქმის მასალებშია სამი დისკია, თუმცა ჯერ უცნობია რა მტკიცებულებებია მათზე ასახული.

ირმა ჭკადუას განცხადებით მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირთან ბრალის შესახებ საუბარი ჯერ არ ყოფილა. მისივე განმარტებით ოთარ აბესაძეს ბრალის წარდგენის ვადა დღეს 22:00 საათზე ეწურება.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ოთარ აბესაძე მოქალაქეებს მდინარე მტკვარზე, ტივზე კაფის მოწყობის ნებართვების დაჩქარებული წესით აღებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდ ქრთამი, 3 000 აშშ დოლარი მოითხოვა. მან მოქალაქეებს განუმარტა, რომ არქიტექტურის, ქონების და ზედამხედველობის სამსახურებში ყველა საკითხი შეთანხმებული იყო, სამუშაოების დაწყება შეეძლოთ და ჯარიმებიც არ იქნებოდა.

Comments

comments

Related posts