Home » მთავარი » “ადამიანის მოქალაქეობის გარეშე დატოვება შეუძლებელია…”

“ადამიანის მოქალაქეობის გარეშე დატოვება შეუძლებელია…”

უკრაინაში მყოფი დავით საყვარელიძე Facebook-ზე  მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის ფაქტზე წერს.

“აქ ლაპარაკი ზედმეტია. ფაქტია, რომ პოროშენკო მორიგ “იანუკოვიჩად” იქცა, მხოლოდ ინგლისურ ენაზე ლაპარაკობს. დიდი ხანია ყველასთვის ნათელია, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება – უკრაინა სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების ზღვარზე დგას. ადამიანი, რომელიც ამის შესახებ ყველაზე ხმამაღლა ლაპარაკობდა, დღეს უკრაინის მოქალაქეობისა და უკრაინაში ყოფნის უფლების გარეშე დარჩა. მაგრამ ეს ვერ შეგვაჩერებს! “, – წერს დავით საყვარელიძე და დასძენს, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება პოროშენკოს რეჟიმის დასასრულს დააჩქარებს.

მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალქეობის ჩამორთმევის შესახებ, არაფერია ცნობილი  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თინა ბოკუჩავასთვის, თუმცა ის აცხადებს, რომ ადამიანის მოქალაქეობის გარეშე დატოვება არ შეიძლება.

„მიხეილ სააკაშვილს ბიძინა ივანიშვილის ბრძანებით, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჩამოართვა საქართველოს მოქალაქეობა, მისი პოლიტიკური დევნის მიზნით. შესაბამისად, მან მიიღო უკრაინის მოქალაქეობა. მას აქვს მხოლოდ ერთი ქვეყნის მოქალაქეობა. ძალიან ფუნდამენტური საერთაშორისო სტანდარტია, რომ ადამიანის მოქალაქეობის გარეშე დატოვება შეუძლებელია. მაშინაც კი, როცა სახელმწიფოები არცთუ ისე დემოკრატიულები არიან, როგორც წესი, მათი წარმომადგენლები ერიდებიან ხოლმე საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევას“, – აცხადებს თინა ბოკუჩავა.

მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურზე დაყრდნობით წერს უკრაინული მედიაც.

თავად საიმიგრაციო სამსახურში კი აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება მოქალაქეობის შესახებ კანონში არსებული ორი პუნქტის დარღვევიდან გამომდინარე მიიღეს. მათი განცხადებით, სააკაშვილმა მოქალაქეობის მისაღებად შევსებულ ანკეტაში ცრუ ინფორმაცია ჩაწერა, თუმცა არ კონკრეტდება, რა ინფორმაციაზეა ლაპარაკი.

მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა 2015 წლის 29 მაისს, უკრაინის პრეზიდენტის ბრძანების შემდეგ მიიღო, რაზეც მაშინ გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილმა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღებით ქვეყანა შეურაცხყო.

Facebook Comments
x

Check Also

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება იწყება

ორგანიზაცია „ერი და სახელმწიფოს“ ინიციატივით, საინიციატივო ჯგუფი, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. ...