Home » მთავარი » ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით უფლებადამცველი გიორგი თევზაძე განცხადებას ავრცელებს

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით უფლებადამცველი გიორგი თევზაძე განცხადებას ავრცელებს

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, უფლებადამცველმა, საქართველოს ადვოკატთა აღმასრულებელი საბჭოს წევრმა, საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარემ და საქართველოს ვეტერანთა ომბუდსმენმა გიორგი თევზაძემ  გაავრცელა განცხადება, რომელშიც მოკლედ არის წარმოდგენილი მიმდინარე წელს არსებული მიღწევები და გამოწვევები.

„ყოველი წლის 10 დეკემბერი წარმოადგენს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს. ყოველი წლის 10 დეკემბერს უფლებადამცველები როგორ წესი ვაჯამებთ იმ გამოწვევებს და შედეგებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა ქვეყნის ცხოვრებაში ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით.

ეს ერთი წელი შეიძლება შეფასდეს როგორც ცალკეული პოზიტიური ცვლილებების, არასისტემური დარღვევებისა და ახალი გამოწვევების წლად. განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიგვაჩნია პენიტენციურ სისტემაში მიმდინარე  რეფორმები და პოზირტიური ცვლილებები, რომელმაც შესაძლებელი გახადა ამ სისტემის გამჭვირვალობა კანონის ფარგლებში იმ პროპრციით, რომელიც ამის შესაძლებლობას ეს სისტემა იძლევა და რაც ამ სფეროში მთელი რიგი უფლებების დაცვის მიმართულებით წინგადადგულ ნაბიჯს წარმოადგენს. მნიშვნელოვანია ასევე ბიზნესის გათავისუფლება სახელმწიფო რეკეტისა და უკანონო საგადასახადო წნეხისაგან, თუმცა სამწუხაროდ  პრობლემად რჩება საგადასახადო სისტემის რეფორმირება იმ მიმართულებით, რომელიც უფრო ორიენტირებული იქნება ბიზნეს წარმომადგენლების საჭიროებებზე, ასევე აუცილებელია სისტემის რეფორმირება იმ მიმართულებით, რომ შემოსავლების სამსახური მეტად ორიენტირებული იყოს დარღვევების პრევენციაზე, ვიდრე დარღვევების ადმინისტრირების მექანიზმებზე. საყურადღებოა ხელისუფლების მცდელობები შრომითი ურთიერთობების მარეგულირებელი კანონმდებლობის და მისი საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების, სოფლის მეურნეობის წახალისების მიმართულებით, სხვა ეკონომიკური ბლოკის მარეგულირებელი კანონმდებლობის განვითარებისათვის, თუმცა ამ წინსვლის ფონზე, თვალსაჩინო ხდება ის პრობლემები, რომელთა დარეგულირებაზე ზრუნვა ხელისუფლებას დაჩქარებული წესით უწევს.

განსაკუთრებით პრობლემატურად ჩანს ეროვნული ვალუტის არასტაბილურობით  მოსახლეობის ფინანსური და სოციალურ–ეკონომიკური არასტაბილურობის გაზრდა. საზოგადოების ყურადღება გვსურს შევაჩეროთ მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ ხარვეზებზე. მართლმსაჯულების სისტემაში მიგვაჩნია, რომ დაჩქარებული წესით უნდა განხორციელდეს სასამართლო რეფორმის შემდგომი ეტაპი და გატარდეს ყველა საჭირო ღონისძიება, რათა უზრუნველყოფილი იქნას მოსამართლეთა რეალური დამოუკიდებლობა და კანონის უზენაესობის პრინციპების განუხრელი დაცვა, თუმცა ამავე დროს აუცილებელია გაძლიერდეს და გამკაცრდეს მოსამართლეთა პასუხისმგებლობა მოსამართლეთა მხრიდან კანონის დარღვევის დადასტურებულ ფაქტებზე. ასევე აუცილებელია სასამართლოში საქმეების განხილვის ვადების დაცვაზე აუცილებელი მონიტორინგი და ყველა საჭირო გადაუდებელი ღონისძიებების განხორციელება საქმეების განხილვის ვადების დაცვის ხელშეწყობისა და კონტროლის მიზნით. სამწუხარო რეალობას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ როგორც საზოგადოებისათვის არის ცნობილი, ფაქტიურად არ არსებობს პრეცედენტი, რომ რომელიმე მოსამართლის მიმართ განხორციელდა დისციპლინური დევნა, მიუხედავად იმისა, რომ ასობით განცხადებაა შესული იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა გადაცდენის თაობაზე. რთულად დასაჯერებელია ამდენი საჩივარი და განცხადება  დასაბუთების გარეშეა შეტანილი.

გამოწვევად რჩება წინა მოწვევის პარლამენტის პირობებში დაწყებული სამართლიანობის ადგენის პროცესი, რომელზეც ამ პოლიტიკურმა გუნდმა დააფიქსირა გამოკვეთილი პოლიტიკური ნება, თუმცა ამ ნების დაფიქსირებისა და პროკურატურის სისტემაში შესაბამისი კომისიის შექმნის გარდა პროცესი წინ ვერ წაიწია. აღნიშნულს შედეგებიც ადასტურებს, რადგან ამ წლების მანძილზე შესაძლებელი გახდა რამდენიმე ერთეული მანქანისა და რამდენიმე ობიექტის დაბრუნება დაზარალებულებისათვის. ყოველივე საზოგადოების და პირველ რიგში ყოფილ მსჯავრებულთა ნაწილში სამართლიანი პროტესტი გამოიწვია. ეს ერთ–ერთი ძირითად გამოწვევად რჩება მოქმედი ხელისუფლებისათვის, რომლის გადაწყვეტა მხოლოდ სამართლიანობის აღდგენაზე  გამოკევთილი პოლიტიკური ნების დაფიქსირებითა და სათანადო სამართლებრივი მექანიზმების ამოქმედებით არის შესაძლებელი. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვნად მიგვაჩნია საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს პარლამენტის ახლადარჩეული დეპუტაციის წინაშე სიტყვით გამოსვლისას გაჟღერებული გზავნილები, მათ შორის ყოფილი პოლიტპატიმრებად აღიარებულ და მისი უფლებების დაცვის ადვოკატირებასთან დაკავშირებით. აქსიომაა, რადგან უსამართლობით სამართლებრივი სახელმწიფო ვერ აშენდება. დამოუკიდებელი მსჯელობისა და შეფასების საგანს წარმოადგენს  ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანთა პრობლემების მიმართ ხელისუფლების არაადეკვატური და არათანმიმდევრული დამოკიდებულება, რადგან ეს სოციალური ჯგუფი დღემდე ერთ–ერთი ყველაზე მოწყვლად სოციალურ ჯგუფს წარმოადგენს, რომელთა მიმართ ხელისუფლება წლების მანძილზე სათანადო ყურადღებას აჩენს და ეს არასათანადო დამოკიდებლება ჩვენი და არასამთავრობო სექტორი აქტიურობის მიუხედავად, დღემდე არ იცვლება, სოციალური შემწეობის სახით მხოლოდ სიმბოლური 22 ლარის სახით.  პირველ რიგში აუცილებელი იქნება ვეტერანთა სფეროში მკაფიო სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა, დროში განსახორციელებელი ღონისძიებების  მკაფიო გეგმა–გრაფიკით. ასევე პრობლემად რჩება არასათანადო და არაადეკვატური სახელმწიფო პოლიტიკა ოკუპირებული ტერიტორების მიმდებარედ მცხოვრები პირების კანონიერი და კონსტიტუციური უფლებების დაცვის საქმეში. ეს ის საკითხია, სადაც სახელმწიფოს პირველ რიგში მოეთხოვება მკაფიო და თანმიმდევრული სახელმწიფო პოლიტიკა იმ მოსახლეობის პრობლემების კომპლექსური დაცვის მიმართულებით, რომლებიც გახდნენ რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან მცოცავი ანექსიის მსხვერპლი.

მართლმსჯულების სისტემის გაჯანსაღება შეუძლებელია ადვოკატთა კორპუსის ინსტიტუციური გაძლიერებისა და ადვოკატთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების გარეშე. ამ მიზნის უზრუნველყოფა სამართლებრივი რეგულაციების გაუმჯობესების და არსებული რეგულაციების პირობებში ადვოკატთა  უფლებების  დაცვის  პირობებში. ამ  და კიდევ არაერთ სხვა მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ და საზოგადოებრივ მიზანს ემსახურება საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის დაფუძნება. ადვოკატთა პროფკავშირს, მიუხედავად იმისა რომ სულ რამდენიმე კვირის დაფუძნებულია, მიეცა შესაძლებლობა დაეცვა ცალკეული დასაქმებული პირები მათივე თხოვნით, კერძოდ საუბარია სოფელ ზვარეში მომხდარი ინციდენტის დაზარალებული დასაქმებული ქართველების კანონიერი უფლებების მხარდაჭერა. ადვოკატთა პროფკავშირმა აიღო ვალდებულება უსასყიდლოდ დაიცვას დაზარალებული პირების უფლებები.

ქვეყნის დემოკრატიული და ჯანსაღი განვითარებისათვის აუცილებელია წლების წინ დაანონსებული ლუსტრაციის კანონის მიღება, რომლის ამოქმედება დღემდე ჭიანურდება. ბუნებრივია საუბარი არ უნდა იყოს იმ პირების მიმართ რაიმე სადამსჯელო ღონისძებების განხორციელებაზე, რომელიც თანამშრომლობდა უსაფრთხოების სამსახურებთან, თუმცა საზოგადოება უნდა იყოს ინფორმირებული ამ პირების ვინაობის თაობაზე, რომელთაც ექნებათ მომავალშიკ პოლიტიკური აქტივობის გეგმები.

ამდენად, მომავალ წელს ხელისუფლებას ექნება მთელ რიგ პრობლემურ თემებზე მოცულობითი სამუშაოს განსახორციელების აუცილებლობა, ამ გამოწვევებისა და პრობლემების ეტაპობრივი დარეგულრების მიმართულებით. ამ ახალ საანგარიშო წელს შევინარჩუნებთ პრინციპულ და კრიტიკულ პოზიციას ადამიანის უფლებების დაცვის საკითხში და განვახორციელოთ საზოგადოებრივი მონიტორინგი ხელისუყფლების საქმიანობაზე ადამიანის უფლებების დაცვასა და გაუმჯობესებაზე“ – ნათქვამია გიორგი თევზაძის განცხადებაში.

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

“თუკი კიდევ ერთხელ “ქართული ოცნება” ჩააგდებს საკონსტიტუციო ცვლილებებს, ეს იქნება დიდი დარტყმა

ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” თავმჯდომარე მარიამ ჯაში მიიჩნევს, რომ ამ ცვლილებების კიდევ ერთხელ ჩაგდება დიდი დარტყმა ...