Home » მთავარი » ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 30-დან 35 მილიონ ლარამდე დაჯდება

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 30-დან 35 მილიონ ლარამდე დაჯდება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია აცხადებს, რომ წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 30-დან 35 მილიონ ლარამდე დაჯდება, რაც ცესკო-ს 2017 წლის მთლიანი ბიუჯეტის დაახლოებით ნახევარია.

თამარ ჟვანიას  განცახდებით, ხარჯები მაშინ იზრდება, როცა წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდია ხანგრძლივია, როგორც ეს საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში მოხდა. ამჯერად კი, ეს მოსალოდნელი არ არის, რადგან უკვე ცნობილია, რომ თარიღი არჩევნებამდე 60 დღით ადრე დაზუსტდება.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება ცესკო-მ საპარლამენტო არჩევნების დასრულების შემდეგ, წლის დასაწყისიდან დაიწყო. თამარ ჟვანიას თქმით, დიდი დრო დაეთმო საარჩევნო ადმინისტრაციის შესაძლებლობების განვითარებას, განსაკუთრებული აქცენტი კი დავების ეფექტურ წარმოებაზე გაკეთდა.

საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკთან დაკავშირებით, მუშაობა, ცესკო-ს თავმჯდომარის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნების თარიღის დანიშვნის შემდეგ დაიწყება.

საქართველოს პრეზიდენტმა უკვე განაცხადა, რომ თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს ჩატარდება. აქტს კი, 60 დღით ადრე, აგვისტოს ბოლოს გამოსცემს. გადაწყვეტილება მთავრობასთან შეთანხმებულია.

მოქმედი კანონმდებლობით, პრეზიდენტი საკრებულოს, გამგებლის და მერის არჩევნებს პრემიერის კონტრასიგნაციით, მათი უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 60 დღისა ნიშნავს. არჩევნების დანიშვნა არჩევნებამდე 60-დღეზე ადრეც არის შესაძლებელი.

პარლამენტში ინიცირებული პროექტით კი, თვითმმართველობის არჩევნები დანიშვნიდან 60 დღის ვადაში უნდა გაიმართოს.

 

Facebook Comments
x

Check Also

ერეკლე კუხიანიძე პროტესტის გამოხატვის ფორმებზე საუბრობს

მარიამ ახალკაცი საკრებულოს დეპუტატი “ქართული ოცნებიდან” ერეკლე კუხიანიძე ამ დრომდე სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებს. კუხიანიძე  ...