Home » მთავარი » ადვოკატთა დამოუკიდებელმა პროფკავშირმა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ დავით ასათიანი წარადგინა

ადვოკატთა დამოუკიდებელმა პროფკავშირმა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ დავით ასათიანი წარადგინა

„საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელმა პროფკავშირმა „ კოალიციური წესით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატად ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო მდივანი, ადვოკატი დავით ასათიანი წარადგინეს და არჩევნებში ოფიციალურად ჩაერთვნენ.

„საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრის უფლებადამცველის გიორგი თევზაძის განცხადებით, დავით ასათიანს დიდი ღვაწლი მიუძღვის ადვოკატთა ინსტიტუტის გაძლიერებაში და საერთაშორისო ურთიერთობის განვითარებაში, რასაც ემატება მისი მაღალი რეპუტაცია პროფესიონალიზმი და გამოცდილება.

პრეზენტაციაზე გიორგი თევზაძემ მიმართა დამსწრე კოლეგა ადვოკატებს და აღნიშნა, რომ „აქვს პატივი დამსწრე საზოგადოებას გააცნოს საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის წევრთა საერთო გადაწყვეტილება დავით ასათიანის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ წარდგენის შესახებ და აღნიშნა, რომ საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირი აერთიანებს საქართველოში მოქმედ ადვოკატთა საკმაოდ სოლიდურ ნაწილს, როგორც თბილისში ასევე რეგიონებში, ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის გამგეობისა და პროფკავშირისწევრთა ერთიანი გადაწყვეტილებით საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატად წარადგინა მომქმედი ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი მდივანი დავით ასათიანი და ისაუბრა მის მიერ ადვოკატთა როლის გაძლიერებაში შეტანილ წვლილზე.

-“დათო ყველა ჩვენთაგანის კანდიდატია“ – დასძინა თევზაძემ.

„საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირთან ერთად დავით ასათიანის კანდიდატურა წარადგინა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ „საადვოკატო ბიუროთა გაერთანებამ და „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ და „ ადვოკატთა ფართო კოალიციურმა ჯგუფმა“კოალიური წესით , ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, აღმასრულებელი საბჭოს და ეთიკის კომიოსიის წევრთა არჩევნები გაიმართება 2017 წლის დეკემბრის თვეში.

Facebook Comments
x

Check Also

“ბატონო პრემიერო, მოგიწოდებთ,არ გადაურიცხოთ პარტიებს 3 თვის თანხები და მოახმაროთ ხალხს…”

პაატა ჯიბლაძე “მემარცხენე ალიანსის” საორგანიზაციო მდივნი ჩვენი პარტიის, ,,მემარცხენე ალიანსის”აღმასრულებელმა მდივანმა არჩილ ბენიძემ სხვადასხვა საინფორმაციო ...