Home » მთავარი » „ადვოკატი ტუკვაძე მკვლელს იცავს და ჩვენ ძალადობაში გვადანაშაულებს! სირცხვილია!“

„ადვოკატი ტუკვაძე მკვლელს იცავს და ჩვენ ძალადობაში გვადანაშაულებს! სირცხვილია!“

დავით ცხვარაძე

დემურ სტურუას გარდაცვალების ფაქტზე ბრალდებული გოდერძი თევზაძის ადვოკატი ლედი ტუკვაძე შსს-ს მიმართავს.  ტუკვაძე განმარტავს, რომ უწყებამ უნდა დაიცვას თევზაძის ოჯახის წევრები. თუმცა ვისგან, ეს უცნობია?! ვინ ემუქრება ბრალდებულ პოლიციელს, მაშინ როდესაც თავად მისი მუქარის გამო ახალგაზრდა ბიჭმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ან რას აკეთებს საგამოძიებო უწყებები?რატომ ვერ მოხდა პოლიციელის დაკავება მაშინ, როდესაც მასზე ამ დრომდე ძებნაა გამოცხადებული ? ეს კითხვა პასუხგაუცემელი რჩება, აღნიშნულ ფაქტმა მთელი სოფელი აალაპარაკა, შეძრა ახალგაზრდობა, მოძალადე თევზაძეს მხოლოდ სტურუას ოჯახი არ ადანაშაულებდა. სოფელში გამოჩნდნენ  ახალგაზრდები,  რომლებიც იგივე ფაქტს ადასტურებდნენ და ამბობდნენ, რომ პოლიციელი, რომელიც სამართალდამცავია, თავად სისტემატურად იყო  სამართალდამრღვევი.

ადვოკატის თქმით, გოდერძი თევზაძის ოჯახის წევრების მიმართ ხორციელდება მუქარა. რასაც ბრალდებულის სოფელში მეზობლები არ ადასტურებენ, სტურუას ოჯახის წევრები ამბობენ,  რომ ლედი ტუკვაძეს თევზაძის ოჯახმა თანხა იმაზე მეტი შესთავაზა, რაც ბრალდებულს ადვოკატისთვის უნდა გადაეხადა, ახლა კი ადვოკატის ეს განცხადება, რომელიც ერთ – ერთი მედია საშუალებით გავრცელდა,  ოჯახს უჩენს ეჭვს, რომ ტუკვაძე მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალდების დაფარვას ცდილობს!

ადვოკატ ტუკვაძემ მედიის საშუალებით უკვე მოუწოდა თანამდებობის პირებსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს,  რომ შეწყვიტონ ზეწოლა პოლიციელის მისამართით, ადვოკატის მოწოდება არ ასცდა შსს-ს მაღალჩინოსნებსაც, ბრალდებულის ადვოკატი ტუკვაძე სამართალდამცავ უწყებას თევზაძის ოჯახის წევრების უსაფრთხოების დაცვისაკენ მოუწოდებს:

,,მუქარა არის რეალური საფრთხის შემცველი, რადგან მუქარის ავტორები წარსულში მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლები პირები არიან. ჩვენ მივმართეთ შსს-ს და მოვითხოვეთ გამოძების დაწყება მუქარის ფაქტთან დაკავშირებით. ჩვენ ასევე ვითხოვთ დადგინდეს თუ რას აკეთებდა კრიმინალური წარსულის მქონე ოლეგ თავაძე თევზაძის სახლთან დაუდგენელ პირებთან ერთად,”-განმარტავს ბრალდებულ თევზაძის ინტერესების დამცველი ადვოკატი ლედი ტუკვაძე. სააგენტო topnews.com.ge_სთან საუბრისას ”

„ადვოკატი ტუკვაძე ჩემი შვილის მკვლელობის დაფარვას ცდილობს, თევზაძის არ გასახარებელმა ოჯახმა თანხა გადაუხადა, მაქვს ეჭვი, თვითონ იყო მოძალადე და ახლა ჩვენ გვადანაშაულებენ ძალადობაში!  სირცხვილია!  როგორ მოუბრუნდა ადვოკატს ენა პირში რომ  ჩვენ თევზაძის ოჯახის მისამართით ძალადობას ვაგრძელებთ? ჩვენი, ქალების ეშინია თევზაძეს? აფერუმ მის კაცობას!  კიდევ ერთხელ მიჩნდება ეჭვი, რომ პოლიციელები ჩემი შვილის მკვლელობას და დამნაშავის გაუჩინარებას აფარებენ ხელს! ადვოკატი კი ზურგს უმაგრებს!“ – აცხადებს გარდაცვლილის დედა.

 

 

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

ვოლსკი ოპოზიციას პასუხობს

“პარლამენტის პიკეტირება სახელმწიფო ინტერესებს უპირისპირდება,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც ...