You are here
აეროპორტში მიტოვებული ძაღლი დარდისგან მოკვდა მთავარი უცხოეთი ყველა სიახლე 

აეროპორტში მიტოვებული ძაღლი დარდისგან მოკვდა

კოლუმბიის აეროპორტში მიტოვებული ძაღლი პატრონზე დარდისგან დაიღუპა. ამის შესახებ NoticiasRCN-ი წერს. გამოცემა აღნიშნავს, რომ ძაღლი პატრონის დაბრუნებას ერთი თვე ელოდა. თავიდან ჭამდა კიდეც. მას საკვებით აეროპორტის თანამშრომლები და მგზავრები უმასპინძლდებოდნენ. მაგრამ მას შემდეგ, რაც არავინ მიაკითხა, შინაურმა ცხოველმა ჭამა და ადამიანებთან კონტაქტი შეწყვიტა. ის აეროპორტის შენობის ერთ კუთხეში დაბინავდა.

აეროპორტის თანამშრომლებმა ვეტერინარებს მიმართეს. ძაღლი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მას ხელოვნურად კვებავდნენ, მაგრამ მაინც ვერ გამოაჯანმრთელეს. ვეტერინარებმა დაასკვნეს, რომ ცხოველის სიკვდილი არა რაიმე დაავადებამ, არამედ დეპრესიამ გამოიწვია.

 

Comments

comments

Related posts