Home » მთავარი » ავადმყოფური ამბიციურობა – ჩვენში არსებული უმძიმესი ფსიქოლოგიური ფონის ერთ-ერთ მთავარი მიზეზი

ავადმყოფური ამბიციურობა – ჩვენში არსებული უმძიმესი ფსიქოლოგიური ფონის ერთ-ერთ მთავარი მიზეზი

სოსო მანჯავიძე

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი

-“ცესკოს მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას 31 სუბიექტი მიიღებს.აქედან 26 პარტია და 5 ბლოკი.

ეს ნიშნავს,რომ დეპუტატობისთვის იბრძოლებს 4650(ოთხიათასექვსასორმოცდაათი) კანდიდატი.
ადგილობრივ წარმომადგენლობით ორგანოებში( საკრებულოებში) მოსახვედრად,სადაც მთლიანობაში 1050 ადგილია,იგივე მონაწილეობის შემთხვევაში, დაახლოებით 32550 იბრძოლებს.

საქართველოში,სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა მოსახლეობის რიცხვს კომიკურად “ემთხვევა” და 2 მილიონი ადამიანის ემიგრაციისა და ტერიტორიების დაკარგვის მიუხედავად,ამომრჩეველთა რიცხვი იგივე დარჩა,რეალურად საარჩევნო პროცესში მაქსიმუმ ორი მილიონი ადამიანი მონაწილეობს.

ეს ნიშნავს,რომ ადგილობრივ და საპარლამენტო დონეზე ერთ ასარჩევზე მოდის დაახლოებით 55 ამომრჩეველი.
თუ ამას დავუმატებთ გულდაწყვეტილებს იმის გამო,რომ სიებში არ ჩაწერეს, ასევე ყოფილ დეპუტატებს, რომლებიც ასევე ნაწყენები არიან,მივიღებთ ჩვენში არსებული უმძიმესი ფსიქოლოგიური ფონის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს-ავადმყოფურ ამბიციურობას და მასზე მორგებულ სახელმწიფო სისტემას.

ყველა ასარჩევი ხომ ერთმანეთს ვერ იტანს. ასევე ვერ იტანენ ერთმანეთს მათი ახლობლებიც.ამიტომაცაა ეს განუწყვეტელი ურთიერთლანძღვა და გინება.

ამიტომაც იყო,რომ კრემლში საქართველოდან გაგზავნილი ანონიმკების რაოდენობა უფრო მეტი იყო ხოლმე,ვიდრე მთელი დანარჩენი საბჭოთა კავშირიდან”

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

“ანტიდისკრიმინაციული კანონი იყო წინგადადგმული ნაბიჯი…”

გუგული მაღრაძე: „პარლამენტის მიერ მიღებული ანტიდისკრიმინაციული კანონი  იყო  წინგადადგმული ნაბიჯი, რომელმაც  დაიმსახურა დადებითი შეფასება საერთაშორისო საზოგადოებისგან“   ...