Home » მთავარი » ავარია ქუთაისში – დაშავდნენ ბავშვები

ავარია ქუთაისში – დაშავდნენ ბავშვები

დავით ცხვარაძე

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქუთაისში,გელათის მონასტერთან. სატვირთო ავტომობილი სამარშუტო ტაქსს შეეჯახა, რომელშიც სკოლის მოსწავლეები იმყოფებოდნენ.

შემთხვევა ერთი საათის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ბავშვები ზესტაფონიდან გელათის მონასტერში ექსკურსიაზე იყვნენ. ავარიის შედეგად სამი ბავშვი დაშავდა და ისინი ინტერვენციულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ შემთხვევის შედეგად 2 ადამიანია მსუბუქად დაშავებული. საქმეძე გამოძიება კი 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების სამ წლამდე ვადით შეზღუდვით.

Facebook Comments
x

Check Also

გლობალური ეკონომიკური აპოკალიფსი – როგორ უნდა მოემზადოს საქართველო…

რატი აბულაძე ეკონომიკის დოქტორი -თანამედროვე გეოპოლიტიკური ტენდენციებია: მსოფლიო წესრიგის ცვლილება.  ტრანსნაციონალური საფრთხეების ზრდა, ლტოლვილების კრიზისი, ...