Home » ემიგრანტები » ავთანდილ გიუნაშვილი პარლამენტში დიასპორის წარმომადგენლის არჩევის ინიციატივით გამოდის

ავთანდილ გიუნაშვილი პარლამენტში დიასპორის წარმომადგენლის არჩევის ინიციატივით გამოდის

ემიგრანტთა უფლებების დამცველი და ათენის ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენრტის ხელმძღვანელი ავთანდილ გიუნაშვილი საკონსტიტუციო ცვლილების დასრულებამდე ევროკავშირის წევრი რამდენიმე სახელმწიფოს მსგავსად, საქართველოს პარლამენტში დიასპორის წარმომადგენლის არჩევის ინიციატივით გამოდის .

აღნიშნული განცახება ცოტა ხნის წინ მან სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა: “დღეს როდესაც კონსტიტუციის ცვლილების პროცესი კვლავ მიმდინარეობს და თუკი მაჟორიტარული სისტემა კვლავ რჩება , მაშინ კვლავ რატომ არ ახსენდებათ თითქმის ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტიას, მათთვის – ჩემს მიერ შეთავაზებული ვარიანტი და მილიონ ნახევარზე მეტ უცხოეთში მყოფი საქართველოს მოლაქეს -ემიგრანტებს არ ანიჭებენ უფლებას აირჩიონ მსოფლიოს და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მსგავსად საკუთარი წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში?

– რომელიც მათთვის მართლა საყურადღებო საკითხებს პროფესიონალურ დონეზე წარადგენს, დაიცავს ემიგრანტების ინტერესებს, იზრუნებს ჩვენი პრობლემების მოგვარებაზე მთავრობასთან ერთად და ბოლოსდაბოლოს დასრულდება დიასპორის სახელით მოლაპარაკე ბლა-ბლა პარლამენტარების ტრადიცია, რომლებმაც რეალურად არც ემიგრაციის მნიშვნელობა იციან და სერიოზულად არც აინტერესებთ სამწუხაროდ” წერს ის და იხსენებს რომ ამ მოსაზრებას წინა საპარლამენტო არჩევნების წინ პირად საუბრებში ყველაზე მეტად ,,ქართული ოცნების „ წევრები უჭერდნენ მხარს: “ყველაზე მეტი მზაობა ქართული ოცნებიდან მოდიოდა და პირველი ნაბიჯიც კი გადაიდგა სახელმწიფო მინისტრის აპარატის გაუქმების სახით , ჩემი ამ ინიციატივის მათთვის შეთავაზების შესახებ სავარაუდოდ წერილიც უნდა იყოს ოცნების პოლიტ საბჭოს სამდივნოში რომელიც მის ერთ ერთ წევრს გადავეცი პირადად და მანამდე რამდენიმესთან ერთი ერთზე ვისაუბრე , მათ შორის ერთ-ერთი დღეს მინისტრია და მზად იყვნენ იმ ეტაპზე დიასპორისათვის ეს ნაბიჯი გადაედგათ- არნიშნავს ის.”

საქარტველოს პარლამენტში დიასპორიდან წარმომადგენლის არჩევის ინიციატივას სოც. ქსელითვე გამოეხმაურა პ/გ . რეფორმატორების ლიდერი ირაკლი ღლონტი და საკუთარი მხარდაჭერა  დააფიქსირა.”

Facebook Comments
x

Check Also

“ქართული ოცნების” დეპუტატმა, ოთარ ჩრდილელმა სადეპუატატო მანდატი დატოვა

მარიამ ახალკაცი “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ოთარ ჩრდილელმა სადეპუტატო მანდატი დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია მან საკუთარ ...