Home » მთავარი » „ავი მუსაიფი ოლიგარქიის წინააღმდეგ“-გუგავა მერობის კანდიდატია

„ავი მუსაიფი ოლიგარქიის წინააღმდეგ“-გუგავა მერობის კანდიდატია

შალვა ნათელაშვილმა, მერობის კანდიდატად პარტიის პოლიტიკური მდივანი, გიორგი გუგავა წარადგინა.

„ის ყოველთვის იდგა საქართველოს გადარჩენისათვის ბრძოლის ბარიკადებზე და ასეთი იქნება ის მაშინაც, როდესაც თქვენი ნებით გახდება თბილისი მერი. ვინმე დაგჩაგრავთ? გუგავა მოვა, თქვენ არ დაგჭირდებათ მისვლა, ავად გახდებით? გუგავა მოვა! ბანკი მოვა გამოსასახლებლად? გუგავა მოვა! წყალი გასკდება? გუგავა მოვა! გზა გაითხრება? გუგავა მოვა! რამე გაჭირვება გექნებათ? გუგავა იქნება თქვენს ვერდით!“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მისი თქმით, გიორგი გუგავას მერად არჩევა, ქალაქის უკანასკნელი შანსია, რათა შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის “თარეშს” შეაჩერებს.

კანდიდატ გიორგი გუგავას თქმით, ის საზოგადოებას, არსებული მთავრობის თვითნებობის აღმოფხვრაში დაეხმარება.

„ჩვენ მზად ვართ იმ ადამიანებთან ერთად, ღირსეულ ადამიანებთან ერთად, ვინც ვერ ეგუება ამ უსამართლობას, ამ უკანონობას, თანამედროვე მონობას და მზად არიან საბრძოლველად, მზად არიან არ შეარჩინონ, მათთან ერთად დავიწყოთ რეჟიმის შეცვლა,“ – განაცხადა გიორგი გუგავამ.

Facebook Comments
x

Check Also

“თუკი კიდევ ერთხელ “ქართული ოცნება” ჩააგდებს საკონსტიტუციო ცვლილებებს, ეს იქნება დიდი დარტყმა

ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” თავმჯდომარე მარიამ ჯაში მიიჩნევს, რომ ამ ცვლილებების კიდევ ერთხელ ჩაგდება დიდი დარტყმა ...