Home » მთავარი » ავღანეთის მეჩეთში აფეთქების შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა

ავღანეთის მეჩეთში აფეთქების შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა

ავღანეთის ქალაქ ჰერათში, მეჩეთში აფეთქების შედეგად მინიმუმ 20 ადამიანი დაიღუპა და ათობით ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

აფეთქება მეჩეთის შესასვლელ ნაწილში განახორციელეს.

​როგორც Associated Press-ს ერთ-ერთმა ექიმმა განუცხადა, საავადმყოფოში 20 ადამიანი გადაიყვანეს.

ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის განცხადებით, აფეთქება შეიძლება მანქანაში დამალულმა ბობმა გამოიწვია. მათი თქმით, ამ დროისათვის 10 ადამიანია დაჭრილი.

 

Facebook Comments
x

Check Also

გირჩი წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ პარტიული სიით

ზურა ჯაფარიძე “გირჩი” “შემოდგომაზე ხელისუფლების ცვლილებისთვის მაჟორიტარულ ოლქებში ერთიან ოპოზიციურ კანდიდატებზე შეთანხმება არის მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით ...