Home » მთავარი » ავღანეთში ვასილ ყულჯანიშვილის სახელობის მოედანი გაიხსნა

ავღანეთში ვასილ ყულჯანიშვილის სახელობის მოედანი გაიხსნა

ავღანეთის „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში დაღუპული პირველი კლასის რიგითის, ვასილ ყულჯანიშვილის გარდაცვალებიდან დღეს ოთხი წელი გავიდა. საქართველოს თავდაცვის ძალების IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის ინიციატივით, ბაგრამის საავიაციო ბაზის ერთ-ერთ მოედანს დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურის სახელი მიენიჭა. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ვასილ ყულჯანიშვილის ხსოვნის პატივსაცემად კოალიციურ ბაზაზე მარათონი გაიმართა. 43-ე ბატალიონის პირად შემადგენლობასთან ერთად გარბენში მონაწილეობა ჩეხმა, ამერიკელმა, პოლონელმა და ბოსნიელმა სამხედროებმა მიიღეს.

მარათონში გამარჯვებული სამხედროები ბაგრამის საავიაციო ბაზის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა ბრაიან ვოლფორდმა (Brian Wolford) ფასიანი საჩუქრებით და საპატიო სიგელით დააჯილდოვა.

დღესვე 43-ე ბატალიონის კაპელანმა, მამა მიქაელ კირკიტაძემ ვასილ ყულჯანიშვილისა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაღუპული ქართველი მებრძოლების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე არსებულ წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში აღავლინა. ღონისძიებას ავღანეთში საქართველოს თავდაცვის ძალების უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი ხვიჩა კალანდაძე და 43-ე ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ლაშა დავითაძე ესწრებოდნენ.

პირველი კლასის რიგითი ვასილ ყულჯანიშვილი საქართველოს თავდაცვის ძალების IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონში 2013 წლიდან მსახურობდა. ვასილ ყულჯანიშვილი 2015 წლის 22 სექტემბერს, ავღანეთში, სამოქმედო არეალში პატრულირებისას მეამბოხეების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად გმირულად დაიღუპა.

 

Facebook Comments
x

Check Also

მწვერვალზე, საქართველოს ორი მოქალაქე დაშავდა

შსს განცხადებას ავრცელებს: შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ...