Home » მთავარი » „აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა უკანონოდ გადაკვეთა საზღვარი…“

„აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა უკანონოდ გადაკვეთა საზღვარი…“

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის დაკავებას ვიცე-პრემიერი ალექსანდრე ჯეჯელავა ეხმიანება და ამბობს, რომ  საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება დაწყებული აქვს.

„ამ ადამიანმა უკანონოდ გადაკვეთა საზღვარი, თუმცა შსს-ს დაწყებული აქვს გამოძიება და უფრო დაზუსტებული ინფორმაცია უახლოეს დროში გვექნება,“- განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისიდან გუშინ გაუჩინარდა. დღის ბოლოს კი გაირკვა, რომ ის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იმყოფება და სამართალდამცველებს ჰყავთ დაკავებული.

Facebook Comments
x

Check Also

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება იწყება

ორგანიზაცია „ერი და სახელმწიფოს“ ინიციატივით, საინიციატივო ჯგუფი, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. ...