Home » მთავარი » ათეულობით დემონსტრანტო ოზურგეთის თეატრს მიადგა

ათეულობით დემონსტრანტო ოზურგეთის თეატრს მიადგა

ოზურგეთში ბიძინა ივანიშვილის მედიასთან შეხვედრა ხმაურის ფონზე დაიწყო. „გურიის მოამბის“ ინფორმაციით  “ივანიშვილი თაღლითი, ივანიშვილი აფერისტი”- ამ და სხვა ტრანსფარანტებით ათეულობით დემონსტრანტო ოზურგეთის თეატრს მიადგა, სადაც ბიძინა ივანიშვილი იმყოფება.

დემონსტრანტებს გზა პოლიციამ გადაუღობა. ისინი ივანიშვილის პოლიტიკას აპროტესტებენ საქართველოში.

ამ წუთებში ბიძინა ივანიშვილი ოზურგეთში, ალექსანდრე წუწუნავას სახელობის დრამატულ თეატრში რეგიონულ მედიასთან შეხვედრას მართავს და ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებს პასუხობს.

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

“ანტიდისკრიმინაციული კანონი იყო წინგადადგმული ნაბიჯი…”

გუგული მაღრაძე: „პარლამენტის მიერ მიღებული ანტიდისკრიმინაციული კანონი  იყო  წინგადადგმული ნაბიჯი, რომელმაც  დაიმსახურა დადებითი შეფასება საერთაშორისო საზოგადოებისგან“   ...