Home » მთავარი » „აი, აქ უნდა გამოჩნდეს ჯეჯელავას დაპირების რეალურობა…“

„აი, აქ უნდა გამოჩნდეს ჯეჯელავას დაპირების რეალურობა…“

„ახალი მემარჯვენების“ ერთ-ერთი ლიდერი მანანა ნაჭყებია ჟურნალისტ რომა ქევხიშვილის პოსტს -„ “თელავში “ქართული ოცნება” კახეთის რეგიონის მაჟორიტარ კანდიდატებს წარადგენს. ქუდზე პედაგოგია მობილიზებული დასაწრებად. სამი დღეა, სკოლის დირექტორები მასწავლებლებს აფრთხილებენ, რომ შეხვედრას დაესწრნენ“-ეხმიანება და განათლების მინისტრს საჯაროდ მიმართავს:

-„ბატონი სანდრო ჯეჯელავა რომ პირდება პედაგოგებს თქვენს თავს არავის დავაჩაგვრინებო, აი, აქ უნდა გამოჩნდეს მისი დაპირების რეალურობა. პედაგოგები არ არიან ისე მარტივად მოაზროვნე ადამიანები, რომ მხოლოდ მმართველი პარტია მოსწონდეთ, ანუ გუშინ ნაციონალური მოძრაობა, დღეს ქართული ოცნება და ხვალ სხვა რომელიმე პარტია. ისინი არიან ინდივიდები და თავისუფალნი თავიანთ არჩევანში. თუ პედაგოგი თავისუფალი არ არის, ის თავისუფალ ადამიანს ვერ გაზრდის. წარმოიდგინეთ როგორ მცირდება პედაგოგი მოსწავლის თვალში, როცა მას ასეთ შეხვედრაზე იძულებით მიყვანილს ხედავს .

აღარ დადგა დრო, რომ მასწავლებელს ის ოთხასი ლარი არ დავამადლოთ და არ ვუკიჟინოთ, ფულს მთავრობა გიხდის და მთავრობის მხარდამჭერი უნდა იყოო.? ეს ხომ ნაცმოძრაობის ლოგიკა იყო და სამწუხაროა, რომ ქართული ოცნების ლოგიკადაც იქცა. ვიცი, რომ პედაგოგთა შორის არიან გამონაკლისები, რომლებიც ამ მოთხოვნას არ ემორჩილებიან. მით მეტი პატივი და ღირსება მათ, მაგრამ ეს ხომ უფრო ნორმიდან გადახვევა და იშვიათი გამონაკლისია და არა ნორმა! ამიტომ, სანდრო ჯეჯელავამ კატეგორიულად უნდა მოითხოვოს, შეწყდეს პედაგოგთა ღირსების დამცირება მმართველი პარტიის საარჩევნო ღონისძიებებზე იძულებით მიყვანით და მასწავლებლებზე ზრუნვა მათი პიროვნული თავისუფლებისთვის ზრუნვით დაიწყოს“-წერს ნაჭყებია.

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

ჯო ბაიდენის თქმით. აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 600 ათასს გადააჭარბებს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით პროგნოზების თანახმად, ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 600 ათასს გადააჭარბებს. „სიკვდილიანობის ...