Home » მთავარი » “აი, რას ნიშნავს სახელმწიფოებრივი შეგნება…”

“აი, რას ნიშნავს სახელმწიფოებრივი შეგნება…”

ზვიად ტომარაძე

რას ნიშნავს სახელმწიფოებრივი შეგნება?

სახელმწიფოებრივი შეგნებაა როდესაც:

ადგილობრივ წარმოებულ პროდუქციასა და იმპორტულს შორის არჩევანს, ადგილობრივის სასარგებლოდ აკეთებ;

არ მოგწონს შენი ქვეყნის დროშა, ჰიმნი და გერბი, მაგრამ სანამ შეიცვლება, მას პატივს სცემ, რადგან ისინი შენი სახელმწიფოს სიმბოლოებია;

არ მოგწონს შენი ქვეყნის ხელისუფლება, მაგრამ მას სხვა ქვეყნის სახელმწიფოებსა თუ ორგანიზაციებში არ დააბეზღებ, რადგან ამით ზოგადად ქვეყნის იმიჯი ილახება;

ხელისუფლებას მისგან გამორჩენის მიზნით არ ეპირფერები და მის ქმედებებს სამართლიანად აკრიტიკებ;

ხელისუფლების გადადგმულ დადებით ნაბიჯს, მიუხედავად იმისა რომ ოპოზიციაში ხარ, დადებითად შეაფასებ, გაამხნევებ და შეაქებ;

არ მოგწონს ხელისუფლება, მაგრამ მისი დისკრედიტაციის მიზნით, ისეთ ქმედებას არ განახორციელებ, თუ ამით ამავდროულად ქვეყანასაც დიდ ზიანს მიაყენებ;

არ მოგწონს რომელიმე გამოჩენილი თანამემამულე, მაგრამ მისი საერთაშორისო წარმატება გიხარია, რადგან მისი წარმატება მთელი ქვეყნის წარმატებაა;

სპორტის რომელიმე სახეობა არ მოგწონს, მაგრამ იმ სახეობის სპორტსმენის წარმატება გიხარია, რადგან მისი წარმატება მთელი ქვეყნის წარმატებაა;

უცხო ქვეყანაში იმყოფები, სხვა პირადი საკითხების გარდა, გახსოვს, რომ იქ შენი ქვეყნის დესპანიც ხარ, ღისეულად მოიქცევი და შეუფერებელ საქციელს არ ჩაიდენ;

უცხო ქვეყნის წარმომადგენლებს შენი ქვეყნის დაცინვისა და შეურაცხყოფის უფლებას არ მისცემ;

უნდა გახსოვდეს, რომ ამქვეყნად არ არსებობს ორი სამშობლო, ორი მიწა და ორი წყალი. ამქვეყნად უძვირფასესი თითქმის ყველაფერი ერთია, მათგან სამშობლო კი უპირველესი!

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

იმედს ვიტოვებთ, გამოძიება წარიმართება ოპერატიულად

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მარნეულში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. ჩვენს ხელთ არსებული ...