Home » F-vews » ალესანდრე ახალკაცი: არ შემიძლია არ დავწერო!..

ალესანდრე ახალკაცი: არ შემიძლია არ დავწერო!..

F-news

ალექსანდრე ახალკაცი

უფლებადამცველი

-“არ შემიძლია არ დავწერო!
თავიდან ერთ-ერთი მაჟორიტარის ძვირადღირებული საათი მომხვდა თვალში, მერე სხვებსაც დავაკვირდი და აღმოვაჩინე, რომ ძირითადად ყველა პოლიტიკოსი პლაკატებიდან გვიმზერს ძვირადღირებული, რიგ შემთხვევებში რამოდენიმე ათასიანი შარვალ-კოსტუმებით, საათებით, რომელიც აუცილებლად უნდა ჩანდეს, პერანგებით, და ასე შ. და ასე შემდეგ…

თქვე დალოცვილებო! განა ამაში რამეა ცუდი, მაგრამ მოსახლეობის დიდი ნაწილი შიმშილის ზღვარზე რომ იმყოფება, ცოტა ხომ არ ტეხავს თქვენი ეგ კეკლუცობა? ეს საარჩევნო კამპანიაა და არა კეკლუცობის, ქალებზე თავის მოწონების, ,,ხომ სიმპათიურად გამოვიყურების” დადასტურების და რა ვიცი, რა მოგივათ თავში კიდევ…

მხოლოდ რამოდენიმე ადამიანის პლაკატი შემხვდა, რომელთაც შეეძლოთ ეპომპეზურათ, მაგრამ სადად და ასლარიანი კოსტუმებით არიან წარმოდგნილნი. აი, ასეთი ხალხი გვინდა პარლამენტში!!! ( თუ ესეც მიზანმიმართული თავმდაბლობა არაა)

პ.ს. ხალხი სახეზე უნდა გცნობდეთ და არა ღიპზე, ან ნავარჯიშებ ტანზე…“

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

“მეუფეები მრევლს აფრთხილებენ – არ დაარღვიოთ კონონი, თორემ დაჯარიმდებითო”

მიმდინარეობს საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები და ალბათ შევთანხმდებით იმაზე, რომ სააღდგომო ლიტურგიის დროს არც ...