Home » მთავარი » ალექსანდრე კობაიძე – იქმნება საქველმოქმედო ფონდი პატიმრებისთვის, რომელიც საქართველოში არ არსებობს

ალექსანდრე კობაიძე – იქმნება საქველმოქმედო ფონდი პატიმრებისთვის, რომელიც საქართველოში არ არსებობს

მოძრაობა ,,შემახე ამნისტია”  საქველმოქმედო ფონდის სახეს იღებს, – ამის შესახებ ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე აცხადებს.

მისი თქმით, ფონდი, რომელიც იზრუნებს პატიმრების უფლებებისთვის საქართველოში არ არსებობს.

„მოძრაობა ,,შემახე ამნისტია” პატიმრების უფლებების დაცვისთვის იბრძოდა და ეს ბრძოლა მომავალშიც გაგრძელდება.

მოძრაობა ,გადადის ახალ პლათფორმაზე, კერძოდ,  ორგანიზაცია იღებს საქველმოქმედო ფონდის სახეს, რომლის მიზანი იქნება პატიმრებზე ზრუნვა და  მათი უფლებების დაცვა. ასევე, მთელი საქართველოს მასტაბით, ყველა დიდ რაიონულ ცენტრში იქნება ფონდის ოფისები, ხოლო მათ კი თავიანთ წარმომადგენლები ეყოლებათ.

ფონდი ,,შემახე ამინისტიის”  საქმიანობაში ჩაერთვება  ყველა ის ადამიანი, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში აქტიურად იბრძოდა პატიმრების უფლებების დასაცავად. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ფონდი საქართველოში არ არსებობს.

აქვე გაცნობებთ, რომ  მიმდინარეობს მოლაპარაკებები  საზღვარგარეთ არსებულ რამდენიმე წამყვან ფონდთან, რომლებიც აქტიურად მუშაობენ პატიმრების უფლებებისთვის.

P. S. ეტაპობრივად ჩაგაყენებთ საქმის კურსში. ახლა ვმუშაობთ ფონდის ლოგოზე.  სიამოვნებით გავიზიარებთ თქვენს იდეებს აღნიშნული ფონდის ლოგოს შექმნასთან დაკავშირებით,”- განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

x

Check Also

ადვოკატებსაც  ექიმისეული ,,ნეიტრალური მისია”,  მიზანი და დამოკიდებულება უნდა გვქონდეს, როდესაც იმ ადამიანებთან გვაქვს საქმე, რომელთაც ჩვენი დახმარება ესაჭიროებათ – ალექსანდრე კობაიძე

ადვოკატებსაც  ექიმისეული ,,ნეიტრალური მისია”,  მიზანი და დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ,- ამის შესახებ უფლებადამცველი და ადვოკატი ...