Home » მთავარი » ალექსანდრე კობაიძე რუსთავში კანდიდატურას ხსნის

ალექსანდრე კობაიძე რუსთავში კანდიდატურას ხსნის

უფლებადამცველი ალექსანდრე კობაიძის განცხადებით პარტიამ “ახალი საქართველოს” რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატურა მოხსნა. როგორც კობაიძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა, მან თავისი კანდიდატურის მოხსნაზე გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პოლიტიკური პარტია “ახალი საქართველო”, “გირჩი” და ” ახალი მემარჯვენეები” გაერთიანდნენ.

-„მინდა ბოდიში მოუხადო ჩემს რუსთაველებს და განვმარტო, რომ თქვენი დაჟინებული მოთხოვნა ვერ შევასრულე, თუმცა იმედს გამოვთქვამ რომ რუსთაველებს ღირსეული კანდიდატი ეყოლება პარლამენტში. მე არ შემიძლია გავიზიარო ის იდეოლოგია, სადაც კვლავ მოჭარბებულია ჟინი რევანშის. ასევე ჩემთვის მიუღებელია, იმ ადამიანების მოღვაწეობა, რომელბიც წინაწლებში თვლიდნენ, რომ ყველაფერი კარგად იყო და ეხლა ყველაფერი ცუდად არის ასევე, ჩემთვის მიუღებელია იმ ადამიანებთან შეერთება, რომლებიც გველაპარაკებიან დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებზე და თავისი ხელისუფლების დროს ერთი კონკრეტული ქმედებაც არააქვთ განხორციელებული ამ მიმართულებით, თუ არ ჩავთვლით ფასადურ დემოკრატიის მშენებლობისთვის გაწეულ ღვაწლს. მინდა რომ 8 ოქტომბერს ისეთი ადამიანები მოხდნენ პარლამენტში, რომლებსაც ექნებათ ძალა ქვეყანა მართლაც დემოკრატიულ თავისუფალი განვითარების გზაზე დააყენონ ჩვენი საქართველო და მიიღონ ის კანონები რომელიც მეტად გააძლიერებს ქვეყანას. მე ვრჩები ჩემს ამპულაში და კვლავ იმ ხედვებით და იდეებით ვაგრძელებ ცხოვრებას, რომლისთვისაც ვიბრძოდი, ვიბრძვი და ვიბრძოლებ!“-აცხადებს კობაიძე.

კობაიძის  ბრალდებას “ახალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ უპასუხა, მისი თქმით, კობალაძე რუსთავის მაჟორიტარ კანდიდატურად არ იყო დანიშნული, თუმცა მასთან ამ საკითხზე საუბარი მიმდინარეობდა.

“ალექსანდრე კობაიძე ჩვენი კანდიდატი არ ყოფილა რუსთავში. გვქონდა რამდენიმე შეხვედრა მოსახლეობასთან, თუმცა გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით, ნამდვილად არ გვქონია, შესაბამისად, ამ შემთხვევაში ვერც მოხსნიდა კანდიდატურას მაჟორიტარებთ, რადგან არ დაგვიყენებია, ვერსად ვერ ნახავთ, რომ ის არის ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატი”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

პატრიარქი – არ არის შემთხვევითი ის, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია

„შემთხვევით არაფერი არ ხდება, არ არის შემთხვევითი ის, რომ საქართველო არის წილხვედრი ღვთისმშობლის”, – ამის შესახებ ...