Home » მთავარი » ალექსეი ნავალნიმ პუტინს უჩივლა

ალექსეი ნავალნიმ პუტინს უჩივლა

მაია ოქრუაშვილი

მოსკოვის ადმინისტრაციულმა სასამართლომ, ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის საჩივარი ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ მიიღო. სარჩელში საუბარია, “რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკანონო ქმედებებისა და უმოქმებოდი აღიარების” მოთხოვნაზე.

ნავალნის მიერ ვლადიმერ პუტინისთვის სასამართლოში ჩივილის გადაწყვეტილებაზე, კრემლმა პირველი ოფიციალური კომენტარი გააკეთა 2 ნოემბერს გააკეთა. რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, კრემლს ადგილობრივი მთავრობებისთვის არ დაუვალებია ალექსეი ნავალნითვის საპროტესტო აქციების ჩატარების აკრძალვა. 1 ნოემბერს ალექსეი ნავალნიმ განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინისა და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს. ამის მიზეზი ადგილობრივი მთავრობების მიერ სხვადასხვა ქალაქებში მიტინგების გამართვაზე უარი გახდა.

2 ოქტომბერს მოსკოვის სიმონოვსკის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ რუსი ოპოზიციონერი ნავალნი 20 დღით დააპატიმრა. ამის მიზეზი საპროტესტო აქციის ორგანიზების წესების განმეორებით დარღვევა გახდა. რუსი ოპოზიციონერი არასანქციონირებულ მიტინგში მონაწილეობისკენ მოწოდებების გამო 29 სექტემბერსაც დააკავეს, თუმცა იმავე დღეს გაათავისუფლეს.

ალექსეი ნავალნის სურს, რომ რუსეთში 2018 წლის მარტის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი იყაროს. თუმცა, საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ნავალნის არა აქვს ამის უფლება ფინანსური დანაშაულისათვის ნასამართლეობის გამო.

Facebook Comments
x

Check Also

საქართველო 5 ქვეყანას უპირობოდ უხსნის საზღვრებს

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ცვობილი გახდა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რამდენიმე სახელმწიფოსთან ...