Home » მთავარი » ალიევი: აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა მოლაპარაკების თემა არ არის

ალიევი: აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა მოლაპარაკების თემა არ არის

აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა მოლაპარაკების თემა არ არის და არასდროს იქნება, – ასე გამოეხმაურა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, სომხეთის ახლად არჩეული პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებას. ამის შესახებ apa წერს.

„ჩვენი პრინციპული პოზიცია სომხეთ-აზერბაიჯანის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით უცვლელია. აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა სრულად და უსიტყვოდ უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ამას მოითხოვს სამართლიანობა და საერთაშორისო სამართალი. მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის განუყოფელი ნაწილია” – განაცხადა ილჰამ ალიევმა ჰეიდარ ალიევის დაბადებიდან 95-ე წლისთავის აღსანიშნავად გამართულ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

ფაშინიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებისთვის, აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან მოლაპარაკების დასაწყებად მზაობა გამოთქვა, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ მოლაპარაკებებს არაღიარებული მთიანი ყარაბაღის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

ფაშინიანი მთიან ყარაბაღშიც ჩავიდა.

სომხეთის პრემიერმინისტრად ნიკოლ ფაშინიანი აირჩიეს. ფაშინიანის კანდიდატურას 59-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 42 წინააღმდეგი იყო. მან მინისტრთა ახალი კაბინეტი 15 დღეში უნდა წარადგინოს.

 

Facebook Comments
x

Check Also

მეცნიერების თქმით, “დიდი სიცარიელის” საიდუმლო სულ მალე გაიხსნება

“დიდი სიცარიელე” (Big Void) – ასე დაარქვეს საიდუმლო შენობას, რომელიც ხეოფსის პირამიდაში (Great Pyramid of ...