Home » მთავარი » ამაღლების სწორზე დავით გარეჯის წმინდა მიწაზე “გარეჯობა-2019” აღინიშნება

ამაღლების სწორზე დავით გარეჯის წმინდა მიწაზე “გარეჯობა-2019” აღინიშნება

ხვალ 13 ივნისს დავით გარეჯი და ჩიჩხიტურის კოშკი ტრადიციულ სახალხო დღესასწაულს მასპინძლობს.

სახალხო დღესასწაული, “გარეჯობა” ამაღლების სწორზე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით დღეს საგარეჯოს ცენტრში 50-მდე ცხენოსანი შეიკრიბა და დღესასწაულზე დასასწრებად სამონასტრო კომპლექსისკენ თუშური სათემო და ხევსურული საბრძოლო დროშებით გაემგზავრა. ისინი დოღში მიიღებენ მონაწილეობას.
გარეჯობა გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან ახლოს მდებარე ჩიჩხატურის კოშკთან ყოველწლიურად იმართებოდა და საქართველოს ყველა კუთხიდან მოწვეულ სტუმრებს მასპინძლობდა. 1997 წელს ეს დღესასწაული მცირე მასშტაბით აღინიშნა, შემდეგ კი შეწყდა და მხოლოდ 2018 წლის 21 მაისიდან საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი ერბოწონაშვილის ინიციატივით იგივე ადგილას და იმავე ფორმატით ისევ აღდგა.
ამ დღესთან დაკავშირებით უამრავი სპორტული თუ გასართობი ღონისძიება გაიმართება.

Facebook Comments
x

Check Also

“მე მათ ბოდიშის მოხდით ვუწოდებდი პოლიტიკურ პამპერსებს”

ხათუნა ლაგაზიძე ექსპერტი -“დეპუტატების ქმედებას რასაც ვუყურებდი, ნაკლებად რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება შეიძლება იდგეს ამის ...