Home » ბლოგი » ამერიკამ თურქეთის მოქალაქეებზე ყველა სახის ვიზის გაცემა შეაჩერა, რას იზამს თურქეთი?

ამერიკამ თურქეთის მოქალაქეებზე ყველა სახის ვიზის გაცემა შეაჩერა, რას იზამს თურქეთი?

ამირან სალუქვაძე

ბრიგადის გენერალი

თურქეთსა და ამერიკას შორის სავიზო ომია. ამერიკის საელჩოს საკონსულოს თანამშრომლის დაკავების საპასუხოდ, რომელსაც გიულენთან თანამშრომლობაში ადანაშაულებენ, ამერიკამ თურქეთის მოქალაქეებზე ყველა სახის ვიზის გაცემა შეაჩერა.
თავის მხრივ თურქეთმაც ანალოგიური პასუხი გასცა და ამერიკის მოქალაქეებზე შეაჩერა ვიზების გაცემა.

სხვა ოფიციალური განმარტებები არ კეთდება, არც ოფიცილური სტრუქტურების კომუნიკაციის შესახებ ვრცელდება ინფორმაციები.

საემიგრაციო ვიზებზე შეზღუდვები არ დაწესებულა. თუმცა ტურისტული და სხვა ტიპის ვიზები გაცემა შეჩერებულია.

გუშინწინ მეგობარი ჩამოფრინდა აშშ-დან, რომელმაც სტამბოლის აეროპორტიდან მომწერა, რომ ამერიკის მოქალაქეები ვიზის გადასახდელად გააბრუნესო. 30$ გადაახდევინეს გამარტივებული წესით და გაკვირვებულები იყვნენო.

პარალელურად სირიაში დემილიტარიზაციის ზონაში თურქული ჯარების განთავსება მიმდინარეობს ასტანის შეთანხმების შესაბამისად.

თურქული ლირა ამ ფონზე 4%-ით დაეცა.

Facebook Comments
x

Check Also

შეწყალების მორატორიუმის საკითხზე განცხადება გააკეთა იუსტიციის მინისტრმა

შეწყალების მორატორიუმის საკითხზე განცხადება გააკეთა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა. მინისტრი იმედოვნებს, რომ პარლამენტი სამუშაო ჯგუფს ...