Home » მთავარი » “ამერიკელ ხალხს მიუსაჯეს არჩევნები არჩევანის გარეშე…”

“ამერიკელ ხალხს მიუსაჯეს არჩევნები არჩევანის გარეშე…”

სოსო მანჯავიძე

თბილისის საკრებულოს დეპუტატი

-“როგორც არ უნდა დამთავრდეს აშშ -საპრეზიდენტო არჩევნები,  წაგებული რჩება ყველა, ვინაიდან ერთმანეთს უპირისპირდება უკიდურესად აგრესიული, მარგინალური ლიბერალიზმი, კორუმპირებული და ყოველგვარ ზნეობის უარმყოფელი ჰილარი კლინტონით და დონალდ ტრამპით,რომელიც თავისი ოდიოზურობით აკეთებს იმ ღირებულებების პროფანაციას, რომლებსაც ვითომ იცავს.

xw_1316972

ამერიკელ ხალხს მიუსაჯეს არჩევნები არჩევანის გარეშე.

ვნახოთ, რას მოიტანს ეს ექსპერიმენტი…

თუმცა ახლაც გავიმეორებ რაც ადრეც ბევრჯერ მითქვამს- ამ არჩევნების შემდეგ შოუ ასეთი ფორმებით ვეღარ გაგრძელდება.

ტრამპის გამარჯვებას მოჰყვება კრიზისის გადაწყვეტის მცდელობების ფორსირება, რეგიონალურ ძალებთან მოლაპარაკება, ამერიკის,როგორც თანაბართა შორის პირველის primus inter pares- პრინციპით პოზიციონირება, მაშინ როცა კლინტონის ადმინისტრაცია შეეცდება ამერიკის, როგორც ძალის ერთადერთი ცენტრის იდეის ხორცშესხმას. ფინანსური, სამხედრო და პოლიტიკური ბერკეტების გამოყენებით. ცხადია, ასეთ პოლიტიკას ევრაზიული ძალების კონსოლიდაცია მოჰყვება,რისი მაგალითიც თვალწინ გვიდევს რუსულ-თურქული დაახლოების სახით. საქართველოსთვის ეს პროცესი ეგზისტენციალური საფრთხეების შემცველია. იმედია, ეს გეოპლიტიკური ქარბორბოლა ჩვენს ქვეყანას არ დააზიანებს”.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

“ნაციონალური მოძრაობა“ პუშკინის სკვერში იკრიბება

“ნაციონალური მოძრაობა“ პუშკინის სკვერში იკრიბება, საიდანაც  მხარდამჭერებთან ერთად რუსთაველზე მივლენ და აქციას შეუერთდეიან. აქცია 3 ...