Home » მთავარი » ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე ამოუცნობი ობიექტები ჩნდებიან
A roadside collection of alien dolls and toy UFO saucers is seen next to a roadside residence neat Jacumba, California, United States, October 7, 2016. REUTERS/Mike Blake SEARCH "U.S.-MEXICO FENCE" FOR THIS STORY. SEARCH "WIDER IMAGE" FOR ALL STORIES

ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე ამოუცნობი ობიექტები ჩნდებიან

აშშ-ს საზღვაო ძალები ბოლო რამდენიმე წელია  ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე სამხედრო ხომალდების საქმიანობისას ხშირად აფიქსირებენ ამოუცნობ ობიექტებს.
ექსპერტები დარწმუნებული არიან, რომ ჩინეთი და რუსეთი ვერ შექმნიდნენ მსგავს “დრაკონებს.” უცხო მოწყობილობების წარმომავლობის შესახებ სამხედროები დუმილს ამჯობინებენ.
თუმცა ავტორიტეტული მედია ხშირად ავრცელებს ინფორმაციებს, რომ საზღვაო პილოტები ძალიან ხშირად აბარებენ ანგარიშს უფროსობას ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ და ისინიც საკითხს სერიოზულად უდგებიან.
საზღვაო სამხედროებმა ამოუცნობი ობიექტები ბოლოს 2019 წლის მაისში დააფიქსირეს. უცხო აპარატებზე არ ფიქსირდება ძრავის ხმაური და არც სენსორულ მონიტორზე ჩნდება მათი კვალი. აპარატი ადის 9 კილომეტრის სიმაღლეზე და დაფრინავს ჰიპერზებგერითი სიჩქარით 12 საათის განმავლობაში ამერიკული სამხედრო ხომალდების დისლოკაციის მახლობლად ამერიკის აღმოსავლეთ სანაპირო ზოლში.
აშშ-ს ეჭვი აქვს, რომ რუსეთის ან ჩინეთის სადაზვერო აპარატებს შეეძლოს ასეთ გრძელ რადიუსში გადაადგილება. თუმცა უპილოტო ტექნოლოგიამ მთელს მსოფლიოში ძალიან ფართო არეალი მოიცვა.
ამერიკის ყოფილი გენერალ-მაიორი ჯეიმს პოსსი ხაზს უსვამს, რომ ნებისმიერი საფრენი აპარატი “დრონი” , რომელსაც შეეძლება რუსეთიდან, ან ჩინეთიდან აშშ-ს აღმოსავლეთ სანაპირომდე მიღწევა, უნდა იყოს ამერიკული საფრენი აპარატის MQ-9 Reaper-ის მოცულობის. გარდა ამისა, მოწყობილობასა და საკონტროლო წერტილს შორის კომუნიკაციას ნებისმიერი დაზვერვა ადვილად აღმოაჩენდა, დასძენს პოსსი.
ამერიკას მფრინავი ობიექტის ამქვეყნიური წარმომავლობის შესახებ ისიც უჩენს ეჭვს, რომ მათი ყველაზე სწრაფი გამანადგურებელი საათში 1126,5 კმ.სიჩქარით მოძრაობს, ხოლო ამოუცნობი აპარატი კი – 4828კმ/სთ-ს სიჩქარეს ანვითარებს.

Comments

comments

x

Check Also

“არ წახვიდეთ ტელევიზიიდან, იძულებული გახადეთ, რომ გაგაგდონ, ამით მხოლოდ სახელს მოიხვეჭთ…“

„ჟურნალისტები არ არიან ქვეყნის მტრები და ვერასოდეს იქნებიან, რაკი ქვეყნის არ არიან, შესაბამისად, არც ხელისუფლებას ...