Home » მთავარი » ამირან გამყრელიძის სასწრაფო რეკომენტაციები გრიპის ვირუსთან დაკავშირებით

ამირან გამყრელიძის სასწრაფო რეკომენტაციები გრიპის ვირუსთან დაკავშირებით

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოსახლეობას გრიპის ვირუსთან დაკავშირებით, რეკომენდაციებით მიმართავს.

ამირან გამყრელიძე მოსახლეობას ურჩევს, თავის ტკივილისა და მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში, დარჩნენ სახლში და მედიკამენტები მიიღონ. იგი აქცენტს ბავშვებზე და ონკოლოგიურ პაციენტებზე აკეთებს.

-“ქვეყანაში საკმაოდ არის მედიკამენტების მარაგი. თუ შეატყობთ, რომ გაქვთ მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილი, აუცილებლად უნდა დარჩეთ სახლში და მიიღოთ მედიკამენტები.
თუ ამას არ ექნა შედეგი, ექიმმა უნდა გადაწყვიტოს, საჭიროა თუ არა სპეციფიკური ანტივირუსული პრეპარატის მიღება.
განსაკუთრებით უნდა გაფრთხილდნენ ბავშვები და ის ადამიანები, ვისაც დაბალი იმუნური სისტემა აქვს. ეს ინფორმაცია, რაც მე ახლა გავაჟღერე, უნდა გაჟღერდეს სკოლებშიც. მოვუწოდებ მშობლებს, რომ სიცხიანი ბავშვი არ გაუშვან სკოლაში“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, გრიპის ვირუსი განსაკუთრებით გადამდებია 2-დან 4 დღემდე. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი სკოლების ადმინისტრაციას შენობის ხშირი დეზინფექციისკენ მოუწოდებს.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

სვეტიცხოვლის მადლი გფარავდეთ!

დღესასწაული კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისა მცხეთობა – სვეტიცხოვლობა ტროპარი: კათოლიკე ეკლესიისა დღესასწაული, სუეტისა ...