Home » მთავარი » ამომრჩეველმა 2012 წელს უთხრა არა მწამებლებს და კოჰაბიტაციამ მისცა გაცოცხლების საშუალება!

ამომრჩეველმა 2012 წელს უთხრა არა მწამებლებს და კოჰაბიტაციამ მისცა გაცოცხლების საშუალება!

   უფლებადამცველი, საზოგადოებრივი მოძრაობის „ხალხის ხმის“ ლიდერი ნიკა მემანიშვილი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც დეპუტატი ნაციონალური მოძრაობის არჩევნებში გამარჯვების შანსს აფასებს და ამბობს:-„მწამებლებს ამომრჩეველი ხელისუფლებაში აღარ დააბრუნებს

   -„მინდა გამოვეხმაურო ქალბატონი ბესელიას შეფასებას, რომელიც ამბობს, რომ მწამებლებს ხელისუფლებაში აღარ დააბრუნებს. მინდა რიტორიკული შეკითხვით მივმართო ქალბატონ ეკას. მწამებლები სადმე წავიდნენ? არსად არ წასულან, ისევ მაღალ თანამდებობებზე არიან და მათგან ნაწამებ და დაჩაგრულ მოსახლეობას დასცინიან. მსგავს შეფასებებზე ყოველთვის მახსენდება სამართლიანობის აღდგენის ყბადაღებული თემა, ოცი ათასზე მეტი განცხადება უდევთ პროკურატურაში ხელუხლებლად, ვინ არიან ეს ადამიანები? ისევ ის მწამებლები, ვინც შექმნა სასტიკი რეჟიმი და დღეს ოცნებაში გადმოპორტირდნენ. ქალბატონო ეკა, მწამებელი მურუსიძე დღეს რომ სასამართლოს სახედ აქციეთ ამაზე რა პასუხს გასცემთ საზოგადოებას? მოლაშვილის, გირგვლიანის და სხვათა მოსამართლე, რომელიც მზად არის წავიდეს ყველაფერზე რასაც დროების მიხედვით არსებული ბატონები დაავალებენ, სამართლიანობას მხოლოდ მაშინ მიუბრუნდებით ხოლმე, როცა არჩევნები მოდის და პოლიტიკური ქულებისთვის გჭირდებათ.

ქალბატონო ეკა, ამომრჩეველმა 2012 წელს უთხრა  არა მწამებლებს და სწორედ ოცნების კოჰაბიტაციამ  მისცა გაცოცხლების საშუალება! დიახ, მწამებლები არ დაბრუნდებიან, ამას ხალხი არ დაუშვებს, მაგრამ თქვენც ნუ გექნებათ ილუზია, რომ დარჩებით ხელისუფლებაში და ისევ განაგრძობთ ხალხის მოტყუებას. ხალხი ბრძენია და პოლიტიკურადაც საკმაოდ გავიზარდეთ იმისთვის, რომ მატყუარებს მხარი არ დავუჭიროთ. გაოცნებებულო ნაციონალებო და განაციონალებულო ოცნებავ, თქვენი დრო წავიდა!!!“

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

ჯაფარიძე “პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა მოახდინონ პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება”

პარლამენტში დეპუტატები უნდა შევუშვათ მხოლოდ იმ პირობით თუ ისინი უნდობლობას უცხადებენ მთავრობას და ინიშნება ვადამდელი ...