Home » მთავარი » ამჟამად ბავშვების ავტობუსი დაიძრა სტამბოლის მიმართულებით

ამჟამად ბავშვების ავტობუსი დაიძრა სტამბოლის მიმართულებით

საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთში მყოფ ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“16 ივლისის ღამეს, ბულგარეთიდან, თურქეთის გავლით, საქართველოში მომავალ ავტობუსს, რომელზეც იმყოფებოდნენ საქართველოს მოქალაქეები, ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლის წევრები და ანსამბლის ხელმძღვანელობა, ქ. სტამბოლიდან დაახლოებით 60 კილომეტრის დაშორებით მოუწია გაჩერება. თურქეთში ვითარების დასტაბილურების შემდეგ მოხდა ქ. სტამბოლის და მისკენ მიმავალი საავტომობილო გზების გახსნა, რის შესახებაც ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალურმა საკონსულომ აცნობა ავტობუსში მყოფებს. ამჟამად ავტობუსი დაიძრა სტამბოლის მიმართულებით.

ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულო მუდმივ კავშირზეა ანსამბლის ხელმძღვანელობასთან და, საჭიროების შემთხვევაში, მზადაა გაუწიოს მას ყოველგვარი დახმარება”- აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

ვიკიპედია – ახალი ოსები — სოფელი საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, (ლაფანაანთკარის თემი)

ვიკიპედია ახალ მონაცემებს აქვეყნებს: ახალი ოსები[2] — სოფელი საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, (ლაფანაანთკარის თემი). მდებარეობს მდინარე ...