Home » F-vews » “ამ არჩევნებზე დინა მირცხულავა აუცილებლად შემოხაზავს “ქართულ ოცნებას”, მაგრამ უარი დიმიტრი ხუნდაძეს!”

“ამ არჩევნებზე დინა მირცხულავა აუცილებლად შემოხაზავს “ქართულ ოცნებას”, მაგრამ უარი დიმიტრი ხუნდაძეს!”

F-news

დინა მირცხულავა

ჟურნალისტი

-“ამ ერთხელ და აღარ განვმეორდები !
ღმერთი არ გაუწყრეს ვინმეს და არ გაბედოს თუნდაც კითხვა დასვას , რატომ არ ვდგავარ დღეს დ ი მ ი ტ რ ი  ხ უ ნ დ ა ძ ი ს გვერდით!!!
მაგ კაცის ნაკვალევს ვდიე 2012 წელს ! პირნათლად ვასრულებდი მანანა ელიაშვილის შეგონებას :
– დინა, სქესი არ გაქვს, არ გშია და არ გწყურია, არ გცივა !
შრომამ შედეგი გამოიღო და მოვიგეთ !

14349185_680170378800795_216440889_n
ჯანდაბას, რაც გინება და შურაცხყოფა გადავიტანეთ, ჯანდაბას სოფლებში ვიღაც აშარი ქალების მიერ ჩამოკაწრული ჩემი ოპერატორის სახე, ჯანდაბას დიდგორობა და პოლიციელების ალყა ….
ჰოდა, გახდა ეს კაცი დეპუტატი…
მივედი ერთხელ , ორჯერ , სამჯერ, ოთხჯერ, ხუთჯერ !
მივედი ჩემს უპატიოსნეს მძღოლთან, იურა წოწორიასთან, ერთადაც კი …
– იცით, ბატონო იურა, დიპლომი არ გაქვთ და გამიჭირდება თქვენი დასაქმება …
– მე, მე მაქვს ბატონო დიმიტრი დიპლომი…. და პასუხი :
– მე 11000 ამომრჩეველმა მომცა ხმა და სად დაგასაქმოთ ყველა ?!
კიდევ ავიღე ამის მერე თავზე ხელი, მეგობრობის შემოწირულობებით და ვალებით დაღლილი მივადექი.
ხელით მოიჩრდილა შუბლზე და დამცინა :
– შენ კიდევ უმუშვარი ხარო ?!
სამი წლის მერე, 2015 წელს საკრებულოს თავმჯდომარემ, გურამ ანსიანმა, ხელშეკრულებით გამომიძებნა ადგილი.
ამოვისუნთქე.
თავს ვაღწევდი ფინანსურ პრობლემებს და …
ხუნდაძემ საკუთარი ბიძა, მესამე ჯერზე იძულებით აარჩევინა საკრებულოს დეპუტატებს და თავმჯდომარედ მოვლინებულმა ჯემალამ ღია ომი დამიწყო. მის გარეშე არ იწერებოდა წერტილ – მძიმე, დამარბენინებდა მის ოთახში, ყოველ ჯერზე ახალ “ველოსიპედს” იგონებდა, მერე კი საერთოდაც გამიშვა მიზეზით : დინა მირცხულავამ წერა არ იცის, ის ჩვეულებრივი მოქალქესავით წერს !!!
სათითაოდ შედიოდნენ დეპუტატები :
დევნილია, ოჯახს უჭირს, შვილი ჰყავს პატარა და ა.შ.
და ჯემალას პასუხი : რა ნახა ისეთი გაჭირვება მისმა ოჯახმა , რაც მე არ გამომივლია ?!
ჰოდა, ამ არჩევნებზე დინა მირცხულავა აუცილებლად შემოხაზავს ქართულ ოცნებას, მაგრამ უარი დიმიტრი ხუნდაძეს !!!
მასთან მგდომ ჩემს მეგობრებს, თანამებრძოლებს კი მივმართავ :
ღმერთი არ გაგიწყრეთ და არ მკითხოთ, რატომ არ ვდგავარ მის გვერდით !
მე არ მაქვს მისი ვალი!”

14328833_680170382134128_1978178729_n

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

დიდი კომპანიების რეკლამებს ვხედავთ, როგორ ეხმარებიან, არადა სხვები უფრო მეტს აკეთებენ…

სამოქალაქო აქტივისტი, ნანა ბაგალიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს: ”წნორელ მეწარმეს, ავთო ტუხაშვილს დავურეკე 500 კილოგრამი ფქვილის ...