Home » მთავარი » “ამ გმირების სულები დღესაც გვინათებს გზას და ჩვენი ვალია, რომ ღირსეულად ვატაროთ მათი შთამომავლების სახელი”

“ამ გმირების სულები დღესაც გვინათებს გზას და ჩვენი ვალია, რომ ღირსეულად ვატაროთ მათი შთამომავლების სახელი”

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი უნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და პატივი მიაგო 1921 წლის 25 თებერვალს  საბჭოთა ოკუპანტებთან ბრძოლაში დაღუპულგ მირთა ხსოვნას.

,,დღევანდელი თარიღი არის ტრაგიკული საქართველოს უახლეს ისტორიაში. საქართველომ შეძლო მე-20 საუკუნის დასაწყისში ცოტა ხნით ყოფილიყო დემოკრატიული, დასავლური სახელმწიფო. სამწუხროდ, ამ ბიჭების გმირობამაც ვერ გადაწყვიტა  ბრძოლის ბედი. თუმცა, ჩვენ გრძელვადიანი ომი მოსაგები გვაქვს და ეს ომი არის თავისუფალი, დამოუკიდებელი, ნამდვილად ევროპული საქართველოს მომავლის მშენებლობა, მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანად. ეს არის ჩვენი გასაკეთებელი, რომ მომავალ თაობებს დავუტოვოთ ნამდვილად თავისუფალი, გაერთიანებული ქვეყანა. მე ამის ღრმად მწამს. ამ გმირების სულები დღესაც გვინათებს გზას და ჩვენი ვალია, რომ ღირსეულად ვატაროთ მათი შთამომავლების სახელი. ჩვენ ასევე გვმართებს შევქმნათ უფრო მეტი სიმბოლიკა, მათ შორის ყოველდღიურ ცხოვრებაში მეტად მოვიხსენოთ ისინი-ადამიანები, რომლებმაც ძალიან უთანასწორო ბრძოლაში თავი დადეს და საკუთარი სიცოცხლე გასწირეს”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მისასალმებელია ყველა ინიციატივა, რომელიც სამშობლოსთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა სახელის უკვდავყოფას ისახავს მიზნად.

 

Facebook Comments
x

Check Also

მადლობას ვუხდით საზოგადოებას მხარდაჭერისთვის, რეიტინგი არის გაკეთებულის შეფასება

“მთავარია საქმე გავაკეთოთ – რეიტინგი არის გაკეთებულის შეფასება და მადლობას ვუხდით საზოგადოებას ამ მხარდაჭერისთვის. „ქართული ...