Home » მთავარი » ამ დროისთვის ქუთაისის მასშტაბით 12287 ამომრჩეველი დაფიქსირდა

ამ დროისთვის ქუთაისის მასშტაბით 12287 ამომრჩეველი დაფიქსირდა

დავით ცხვარაძე

ამ დროისთვის ქუთაისის მასშტაბით 12287 ამომრჩეველი დაფიქსირდა ,რაც საერთო ამომრჩევლის 7, 6 % შეადგენს. ამის შესახებ განცახდება კომისიის თავმჯდომარემ , ავთანდილ ოსეფაიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

ქუთაისი #59 საოლქო საარჩვენო კომისიამ ამორჩეველთა აქტივობის 10 საათიან მონაცემები გაავრცელა. ოსეფაიშვილის თქმით ამ დროისთვის სალოქო საარჩევნო კომისიაში 2 საჩივარია შემოსული, რომლებიც ამომრჩველის საკონტროლო ფურცელს შეეხება.

“ერთი საჩივარი საკონტროლო ფურცელში პირველი ამომრჩევლის მონაცმების შეტანას ეხება, მდივანს დაავიწყდა მისი მონაცემების შეტანა და ისე ჩაუშვა ყუთში. მეორეც მსგავსი, სადაც საკონტროლო ფურცელში შეიტანეს დამკვირვებლის მონაცემები, რომელიც ამომრჩეველი ეგონათ.

რამდენიმე შემთხვევაა, რომელიც პრობლემებს გვიქმნის, #115 უბანზე გაითიშა შუქი, ბრიგადა მუშაობდა შუქის მიწოდების აღდგენისთვის და ეს პრობელმა ამ დროისთვის მოხსნილია. #27–ე უბანზე ფიქსირდება კენჭისყრის დაწყება 7 წუთის დაგვიანებით, რაც დამკვირვებლების დიდი რაოდნეობითაა გამოწვეული,”– განაცხადა ავთანდილ ოსეფაიშვილმა.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

საკონსტიტუციო სასამართლოს მეცხრე მოსამართლეც არჩეულია

უზენაესმა სასამართლოს პლენუმმა საკონსტიტუციო მოსამართლედ ვასილ როინიშვილი აირჩია. ის მე-9 მოსამართლეა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე წარდგენილი ...