Home » მთავარი » ამ წევრების მიერ პარტიის რიგების დატოვება გარდაუვალი იყო…

ამ წევრების მიერ პარტიის რიგების დატოვება გარდაუვალი იყო…

გავრცელებული ინფორმაციით „თავისუფალი დემოკრატების“  რიგების დატოვებას ხაშურში გეგმავენ, მიზეზად კი საპარლამენტო არჩევნებზე გიორგი ცხადიაშვილის კანდიდატურის მოხსნა და მისი პარტიიდან წასვლა სახელდება.

ცნობისთვის, გიორგი ცხადიაშვილი ხაშურში „თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარობის კანდიდატი იყო, თუმცა მან კანდიდატურა მოხსნა და პარტიის რიგებიც დატოვა.

ცხადიაშვილის შემცვლელად ირაკლი ალასანიამ დიანა გელაშვილი დაასახელა.

ჩვენ პარტიის ხაშურის რაიონის საარჩევნი შტაბის უფროსს ალექსანდრე ახალკაცს დაუკავირდით.

-„როგორც საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, კარგად ვიცნობ დეტალებს. მქონდა პირადი კომუნიკაციებიც. ჩემს კიტხვაზე ჩაერთვებოდნენ თუ არა წინასაარჩევნო კომპანიაში პარტიის სასარგებლოდ, მიპასუხეს, რომ ცხადიაშვილი წავიდა და უხერხული იქნებოდა მათი დარჩენა პარტიაში.

ზოგადად სოლიდარობას მივესალმები, მაგრამ მეორეა პარტიული და ქვეყნის ინტერესები. ჯერ ქვეყნის ინტერესები უნდა იყოს, მერე პარტიის და მხოლოდ ბოლოს პირადი, თუმცა სხვის არჩევანს პატივი უნდა ვცეთ, ეს მათი გადასაწყვეტი იყო. მათ მაინც მოუწევდათ პარტიის და ფრაქციის დატოვება საკრებულოში. ამ წევრების მიერ პარტიის რიგების დატოვება გარდაუვალი იყო. მათ მიერ პარტიის დატოვება არანაირად არ იმოქმედებს ჩვენს საარჩევნო ამბიციებზე და საბოლოო შედეგებზე.

მინდა ყველამ იცოდეს, რომ მე, როგორც არჩევნებზე ჩვენი რაიონის შედეგებზე პასუხისმგებელი აბსოლუტურად შეუვალი და პრინციპული ვიქნები ნებისმიერის მიმართ, ვინც ეცდება ჩვენს პოლიტიკურ ძალას ჩირქი მოსცხოს, ან რაიმე სახით შეეცდება სხვა პოლიტიკური პარტიების წისქვილზე წყალი დაასხას! ჩვენს რაიონში ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება ხელისუფალთა პარპაში და არჩევნების მერე პირველად ჩვენს რაიონში მოვა ძალა, რომ ელიც რეალურად იზრუნებს ხალხზე!“-განაცხადა შტაბის უფროსმა.

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

საქართველოში თესლბრუნვის პრაქტიკის დანერგვა დაფინანსდება

კორონავირუსთან  ბრძოლის პარალელურად, საქართველოს რეგიონებში საგაზაფხულო სამუშაოები უსაფრთხოების ნორმების დაცვით უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ფერმერები ინტენსიურად ...