Home » მთავარი » ამ წუთებში მერიასთან აქცია მიმდინარეობს

ამ წუთებში მერიასთან აქცია მიმდინარეობს

ვარკეთილი სამის მე-3 მ/რ-ში, სუხიშვილის ქუჩაზე, სკვერში მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობის საკითხზე ადგილობრივი მოსახლეობა თბილისის მერიაში მერიის წარმომადგენლებს შეხვდება. შეხვედრას დაესწრებიან სამგორის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი მოსიძე და საკრებულოს დეპუტატი ია მაკასარაშვილი. პარალელურად მერიასთან გაიმართება საპროტესტო აქცია ადგილობრივებისა და სხვადასვა მოძრაოებების აქტივისტების მონაწილეობით.

-„ჩვენთვის საჯარო სივრცის დაცვა პირადი სივრცის დაცვისა და თავისუფლების ქონის ტოლფასია.
ვარკეთილში მცხოვრებნი ვითხოთ:

1. ამ მოლაპარაკებაში მერია გახდეს მხარე და არა შუამავალი.
2. უკვე მერია და ინვესტორი შეთანხმდნენ ალტერნატიული ადგილის შერჩავასა და პირობების დადგენაზე და დააჩქარონ ეს პროცესი.
3. ვარკეთილის წარმომადგენლებმა საკრებულოში და პარლამენტში დაგვიჭირონ მხარი, დაიცვან ადგილობრივების ინტერესები და საჯაროდ გამოხატონ თავიანთი პოზიცია.რატომ არ უნდა დავუშვათ მშენებლობა?

● აღნიშნული ტერიტორია არის გამწვანებულ ზოლში და კორპუსის აშენების შემთხვევაში მოიჭრება ხეები, მეზობლებს კი გადაეკეტებათ სადარბაზოებთან მისასვლელი გზა.

● ახალი კორპუსის ჩადგმა თავისთავად მოითხოვს ახალ ადგილს ავტომობილების დასაყენებლად, რაც გამოიწვევს სკვერის ტერიტორიის უფრო მეტად ათვისებას და საჯარო სივრცის გაუქმებას.

● ადგილი გვაქვს კიდევ ერთ შემთხვევასთან, როდესაც საზოგადოებრივი სივრცე ეწირება კერძო ბიზნესის ინტერესს, რაც მოქალაქეების ცხოვრების ხარისხზე და ქალაქის იერსახეზე უარყოფითად აისახება.“-აცხადებენ აქციის მონაწილეები.

შეგახსენებთ, რომ ვარკეთილი სამის მე-3 მ/რ-ში, 310-314-315 კორპუსების მიმდებარედ, სკვერში დაიწყეს მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა. არსებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ სკვერის ნაწილი გაიყიდა 2011 წელს, ხოლო მშენებლობის ნებართვა გაიცა მიმდინარე წლის გაზაფხულზე.

ვარკეთილში მცხოვრებათა აქტიურობისა და საპროტესტო აქციების შედეგად თბილისის მერმა 2016 წლის 17 დეკემბერს განაცხადა, რომ თუ ინვესტორი და ადგილობრივები შეთანხმდებოდნენ, ამ სადავო საკითხს მშენებლისთვის, ზაზა ღვინიაშვილისთვის ალტერნატიული ადგილის შეთავაზებით გადაჭრიდნენ. ინვესტრორმა მერიაში საპროტესტო აქციის მონაწილეების თანდასწრებით ადგილმონაცვლეობაზე თანხმობა განაცხადა, მაგრამ წარმოიქმნა ახალი პრობლემა მერიის მიერ შეთავაზებულ პირობებთან დაკავშირებით. მერიის წარმომადგენლებმა საკითხის მოგვარება 5-6-თვიან ვადაში შესთავაზეს, რაც მესაკუთრისთვის, როგორც თავად აცხადებს, არამომგებიანია. შესაბამისად, 5 იანვრის ღამეს მოიყვანეს ტრაქტორი და მშენებლობის დაწყების მიზნით აპირებენ მრავალწლიანი ხეების მოჭრას. ვარკეთილში მცხოვრებნი მოვითხოვთ, თბილისის მერიის თანამშრომლები გულგრილად ნუ ეკიდებიან თავიანთ მოვალეობას, დროულად შეასრულონ მოცემული დაპირება და დაიცვან როგორც მოქალაქეების, ისე ინვესტორის ინტერესები და უფლებები!

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

პატარა ვირტუოზი ყოველი ჰონორარიდან ბავშვთა სახლის ბავშვებს ყოველთვის გაახარებს…

უკრაინულ ვოისის ქართველი გამარჯვებული ალექსანდრე ზაზარაშვილი ბავშვთა სახლში საჩუქრებით მივიდა და პატარებს კონცერტი ჩაუტარა. აშშ ...