Home » მთავარი » ამ წუთებში „მომავალ სპიკერთა(პრეზენტატორთა) სკოლა 2016“-მა სტარტი აიღო

ამ წუთებში „მომავალ სპიკერთა(პრეზენტატორთა) სკოლა 2016“-მა სტარტი აიღო

ამ წუთებში სტარტი აიღო სტუდენტური არასამთავრობო ორგანიზაცია სტეპის პროექტმა მომავალ სპიკერთა(პრეზენტატორთა) სკოლა 2016“ , რომელიც 100-ზე მეტ ახალგაზრდას გააერთიანებს.

მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართავენ პროექტის ინიციატორები, ლექტორები. ლექტორატი სტეპელებს მხარდაჭერა აღუთქვა და ყველაფერში დახმარებას დაჰპირდა. ტრიბუნასთან სიტყვაში ერთმანეთს სპეციალურად მოწვეული სტუმრები ცვლიან.

2 4

სტუდენტებთან ერთად დარბაზში სკოლის მოსწავლეებიც იმყოფებიან და პროექტშიც ჩაერთვებიან.

პროექტი მიმდინარეობს 4 კვირის განმავლობაში. გამოცდილი ტრენერები, ხელმძღვანელები ფსიქოლოგებთან ერთად იზრუნებენ პროექტის აკადემიურ მხარესა და მონაწილეებში სპიკერის უნარ-ჩვევების განვითარებაზე . ასაკობრივი ზღვარი: 14-30 წლამდე. პროექტის განმავლობაში მონაწილეები დაიყოფიან ჯგუფებად. სულ წარმოდგენილი იქნება 8 სამუშაო ჯგუფი, რომელშიც მონაწილეები დაიყოფიან წყვილებად. მონაწილეებს ყოველ კვირაში მოწვეული ტრენერები ჩაუტარებენ ტრენინგებს, ხოლო შემდგომ ჯგუფის ლიდერებთან ერთად ისინი შეეცდებიან პრეზენტაციებში ასახონ მიღებული თეორიული ცოდნა. შესაბამისად, პროექტი მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ კურსს.

პროექტის ბოლოს გამოვლინდება გამარჯვებული ჯგუფი, გამარჯვებული წყვილი, რომელსაც ორგანიზაცია გადასცემს ფულად პრიზს და ასევე ორგანიზაცია გამოავლენსსტეპის რჩეულს“, რომელიც გაემგზავრება AIESEC-ის 2 თვიანი გაცვლითი პროგრამით მისთვის სასურველ ქვეყანაში სრული დაფინანსებით. სხვა გამარჯვებულებს გადაეცემათ ორგანიზაციისა და პარტნიორების მიერ დაწესებული პრიზები.

პროექტი 18 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

უფრო დაწვრილებით პროექტის პირველი დღის შესახებ გახსნის დასრულების შემდეგ მოგახსენებთ.

 

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. მარინა ეზუგბაია -8 ახალი კოვიდინფიცირებიდან, ...