Home » მთავარი » ანაკლიაში დღეს მომავლის ბანაკი იხსნება

ანაკლიაში დღეს მომავლის ბანაკი იხსნება

16 ივლისს, 20:00  საათზე ანაკლიის „მომავლის ბანაკი“ საზეიმოდ გაიხსნება. ღონისძიებას საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსი გიგა გაბელაია და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.  ბანაკისლიდერები დამონაწილეები მოწვეული სტუმრების წინაშეფლეშმობითა დამუსიკალურინომრებით წარდგებიან. საღამო გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება.

ანაკლიის  „მომავლის ბანაკი“ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის მიერ  უკვე მეხუთე წელია ხორციელდება. ბანაკი წელს 8 ნაკადზე, საქართველოს მასშტაბით 14-18 წლის 2 304  ბენეფიციარს უმასპინძლებს.

 

 

Facebook Comments
x

Check Also

ამ დროისთვის ცესკოში 9 პარტიაა რეგისტრირებული, განხილვაშია – 27

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) გრძელდება პოლიტიკური ორგანიზაციების რეგისტრაცია 2020 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის. ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებების ...