Home » პოლიტიკა » ანა დოლიძე: NDI-ის კვლევის შედეგები ძალიან კარგი საფიქრალი მასალაა ოპოზიციისთვის, რა იყო ის ფაქტორი, რის გამოც ხალხმა დასაჯა

ანა დოლიძე: NDI-ის კვლევის შედეგები ძალიან კარგი საფიქრალი მასალაა ოპოზიციისთვის, რა იყო ის ფაქტორი, რის გამოც ხალხმა დასაჯა

NDI-ის კვლევის ეს შედეგები ძალიან კარგი საფიქრალი მასალაა ოპოზიციისთვის – რა იყო ის ფაქტორი, რის გამოც ხალხმა დასაჯა ოპოზიცია და რის გამოც უკმაყოფილება გამოავლინა, – ამის შესახებ მოძრაობა “ხალხისთვის” ლიდერმა ანა დოლიძემ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, რითაც ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგები შეაფასა.

მისი თქმით, ახლა, კარგი დროა დაფიქრდეს ოპოზიცია, სჭირდება, თუ არა მას ტაქტიკის შეცვლა.

“თავიდანვე ვამბობდი, რომ ბოიკოტის შემთხვევაშიც ხალხს სჭირდება ქომაგი, ამქარი, რომელიც მისდევს მის სოციალურ პრობლემებს. ოპოზიციას ბოიკოტის შემთხვევაშიც კი, ხალხთან უნდა გაეგრძელებინა მუშაობა სოციალურ თემებსა და იმ თემებზე, რომლებიც ჩვენს ოჯახებში ყოველდღიურად განიხილება. კვლევის ეს შედეგები ძალიან კარგი საფიქრალი მასალაა ოპოზიციისთვის – რა იყო ის ფაქტორი, რის გამოც ხალხმა დასაჯა ოპოზიცია და რის გამოც უკმაყოფილება გამოავლინა. ჩემი აზრით, ეს არის იმ ქომაგის არარსებობა, რომელიც ოპოზიციის სახით ხალხს სჭირდება. ბოლო სამი თვეა, ყველა გადართული იყო რაუნდებზე, მაშინ, როცა ადამიანებს აქვთ გადარჩენის ამოცანა. მე თავიდანვე ვიყავი ამ ფრონტზე ბევრი მიზეზის გამო”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

NDI-ს ახალი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა მმართველი პარტიის შეხედულებებს იზიარებს. კითხვაზე „რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს“ პასუხები ასე გადანაწილდა:

„ქართული ოცნება“ – 31%;

არცერთი პარტია – 25%;

უარი პასუხზე – 24%;

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 5%;

არ ვიცი – 5%;

სხვა პარტიები – 9%.

Facebook Comments