Home » უცხოეთი » ანგელა მერკელი – ევროკავშირის ქვეყნებში რუსული ვაქცინა დასაშვები იმ შემთხვევაში იქნება, თუ მარეგულირებლების ავტორიზაციას მოიპოვებს

ანგელა მერკელი – ევროკავშირის ქვეყნებში რუსული ვაქცინა დასაშვები იმ შემთხვევაში იქნება, თუ მარეგულირებლების ავტორიზაციას მოიპოვებს

ევროკავშირის ქვეყნებში რუსული ვაქცინა დასაშვები იმ შემთხვევაში იქნება, თუ მარეგულირებლების ავტორიზაციას მოიპოვებს. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა.

„ევროკავშირში მივესალმებით ყველა ვაქცინას“, – განაცხადა მერკელმა.

„ლანცეტში“ გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით, რუსული ვაქცინა სიმპტომური „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ 91.6 პროცენტით ეფექტიანია.

„ლანცეტში“ გამოქვეყნებული შედეგები ცდაში მონაწილე 19 866 ადამიანზე შეგროვებულ მონაცემებს ეფუძნება. მათმა დაახლოებით სამმა მეოთხედმა (14 964 ადამიანი) ვაქცინის ორი დოზა მიიღო, მეოთხედმა კი (4 092 ადამიანი) პლაცებო.

x

Check Also

თამარ გაბუნია: „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოში, სავარაუდოდ, 22 მარტის კვირაში შემოვა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოში სავარაუდოდ, 22 მარტის კვირაში შემოვა. „წინასწარი ...