Home » მთავარი » ანიტა რაჭველიშვილის უარი კრემლში დაგეგმილ კონცერტს

ანიტა რაჭველიშვილის უარი კრემლში დაგეგმილ კონცერტს

მსოფლიოში ცნობილი ქართველი მეცოსოპრანო ანიტა რაჭველიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსეთიდან მორიგი შეთავაზება მიიღო, თუმცა არ აპირებს კრემლში დაგეგმილ კონცერტში მონაწილეობას.

ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ოპერის მომღერალი წერს, რომ მანამ არ დადგამს ფეხს რუსეთის ტერიტრიაზე, სანამ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია. ანიტა რაჭველიშვილი აქამდე განხორციელებული ვიზიტებისთვის საქართველოსა და ყველა პატრიოტს ბოდიშს უხდის.

მორიგი შემოთავაზება მოვიდა რუსეთიდან! კრემლში ფრანკო ძეფირელის გალას ატარებენ და მთხოვენ ჩავიდე! მომავალ წელს 1 მარტს!

რაოდენ მნიშვნელოვანი მოვლენაც არ უნდა იყოს, რაოდენ დიდი თანხაც არ უნდა შემომთავაზონ, არასდროს არ დავდგამ ფეხს რუსეთის ტერიტორიაზე სანამ ჩვენი ქვეყნის კუთვნილ ტერიტორიებს არ დაგვიბრუნებენ და თავს არ დაგვანებებენ!

ადრე ორჯერ ჩავედი, რადგან ვფიქრობდი, რომ კულტურასა და ხელოვნებას მაინც შეეძლო რაიმეს შეცვლა! ვცდებოდი და ბოდიშს ვიხდი ჩემი ქვეყნისა და ყველა პატრიოტის წინაშე! შეცდომას საბედნიეროდ მეორედ არ ვიმეორებ!

მაპატიეთ, შეიძლება ჩემი პირადი აზრია, მაგრამ არ მესმის იმათი, ვინც იქ დადის და პერფორმანსებს მართავს დღემდე!

ერთად უნდა დავდგეთ და რეალურად შევხედოთ სიტუაციას!“ – წერს ანიტა რაჭველიშვილი.

 

Facebook Comments
x

Check Also

ვისაც წინა ხელისუფლების ძალადობრივი რეჟიმი და ის სისასტიკე ენატრება ვერასოდეს ვერ შევთანხმდებით

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია საკუთარ  ფეისბუქ გვერდზე მიმართვას ავრცელებს , ტექტს უცვლელად გთავაზობთ: ...