Home » მთავარი » ანკარამ აშშ-ს ინჟირლიკის ბაზის გამოყენება აუკრძალა

ანკარამ აშშ-ს ინჟირლიკის ბაზის გამოყენება აუკრძალა

The New York Times –ის ინფორმაციით თურქეთის ხელისუფლებამ ამერიკასა და მის მოკავშირეებს აუკრძალა ინჟირლიკის ბაზის მოხმარება ერაყსა და სირიაში ISIS პოზიციების დასაბომბად. გაზეთი სამხედრო წყაროზე დაყრდნობით წერს:

-„ამ დროისთვის თურქეთის ხელისუფლება უფლებას არ აძლევს ავიაციას ინჟირლიკის ბაზიდან აფრინდეს“.

გაზეთი წერს, რომ ვაშინგტონი ანკარასგან ასეთი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განმარტებას ელის.

უფრო ადრე კი თურქეთში ამერიკის საელჩომ ტავისი ოფიციალური საიტით გააფრთხილა ამერიკის მოქალაქეები, რომ ბაზას ელექტრომომარაგება შეუწყდა და არ მიუახლოვდნენ აღნიშნულ ტერიტორიას მანამ, სანამ მუსაობა არ იქნება აღდგენილი.

შეგახსენებთ იმასაც, რომ თურქეთის პრემიერმა ბინალი ილდირიმ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:

-„ქვეყანა, რომელიც იფარებს თურქეთში სამხედრო გადატრიალების მთავარ დამნაშავეს, თურქეთის მეგობარი არ არის!“

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

ყველას ვალია გამოვიყენოთ ნებისმიერი ტრიბუნა ვაჟა ექიმის გასათავისუფლებლად

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანისა და დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ქართული მხარე ...