Home » პოლიტიკა » ანრი ოხანაშვილი: ოპოზიციის არჩევანი თუ ისევ საბოტაჟი და ქვეყნის ძირგამომთხრელი საქმიანობა იქნება, კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება მოგვიწევს

ანრი ოხანაშვილი: ოპოზიციის არჩევანი თუ ისევ საბოტაჟი და ქვეყნის ძირგამომთხრელი საქმიანობა იქნება, კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება მოგვიწევს

ოპოზიციის არჩევანი თუ ისევ საბოტაჟი და ქვეყნის ძირგამომთხრელი საქმიანობა იქნება, მოგვიწევს კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით განაცხადა.

„პროცედურა მიმდინარეობს რეგლამენტის და კონსტიტუციის შესაბამისად. ვიდრე პლენარულ სხდომათა დარბაზში გადმოინაცვლებს ეს საკითხი, იქამდე არის დრო, როდესაც ოპოზიციურ ჯგუფებს კიდევ ერთხელ აქვთ შესაძლებლობა, დაფიქრდნენ საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ. იმ პირების მხრიდან, ვინც თავის დროზე უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებები დაწერეს, ბოლო პერიოდში გვესმის პოზიციები, რომ ცუდი იქნება ამ გადაწყვეტილების მიღება. ეს აჩენს გარკვეულ შეკითხვებს, მათ ხომ არ გადახედეს საკუთარ გადაწყვეტილებას, ხომ არ სურთ, უარი თქვან საბოტაჟზე და გადმოვიდნენ დემოკრატიულ პროცესში, თუნდაც პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმში. პოლიტიკური ბოიკოტი – ეს არის პარლამენტარიზმის შემადგენელი კომპონენტი და დემოკრატიის ერთ-ერთი ნაწილი, ხოლო საბოტაჟი არ ჯდება არც დემორკატიაში და არც პარლამენტარიზმში. თუკი პლენარულ სხდომათა დარბაზამდე ისინი ისევ იმ პოზიციის ერთგული იქნებიან, რომ მათი არჩევანია საბოტაჟი და ქვეყნის დემოკრატის ძირგამომთხრელი საქმიანობის განხორციელება, მაშინ ჩვენ მოგვიწევს კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება და მათი ინტერესის დაკმაყოფილება. თუ სხვა პოზიციები იქნება კონკრეტული ჯგუფების თუ პირების მხრიდან, მაშინ ჩვენ მოგვიწევს ამ საკითხზე ვიმსჯელოთ, რა გადაწყვეტილებას მივიღებთ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

x

Check Also

აშშ-ის სენატმა პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის დახმარებისთვის 1.9 ტრილიონი დოლარის ღირებულების პაკეტი დაამტკიცა

აშშ-ის სენატმა პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის დახმარებისთვის 1.9 ტრილიონი დოლარის ღირებულების პაკეტი დაამტკიცა. ქვეყნის პრეზიდენტმა ჯო ...