Home » მთავარი » არავითარი რუსეთის სამხედრო ბაზები, მათი “მომრიგებელ–მოსამართლეობა” აღარ გვინდა!

არავითარი რუსეთის სამხედრო ბაზები, მათი “მომრიგებელ–მოსამართლეობა” აღარ გვინდა!

რას ფიქრობენ დევნილები ამ საკითხზე და რამდენად რეალურად ეჩვენებათ ამ გზით ტერიტორიების დაბრუნება? თანახმა იქნება თუ არა დევნილი მოსახლეობა ამ ფასად დაბრუნდეს სახლში? ან რამდენად უსაფრთხოდ იგრძნობთ იქ ასეთ დროს თავს? რას ფიქრობენ დევნილები და თავად როგორ ესახებათ დაბრუნების გზა?

მარინა ჩაჩუა

დევნილი, პროგრესულ – დემოკრატიული მოძრაობის, დევნილთა ორგანიზაციის აფხაზეთის სექტორის კურატორი.

-“1.რუსული სამხედრო ბაზების დაკანონებით შანსი რომც გაჩნდეს დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების და განხორციელდეს კიდეც, ეს იქნება მორიგი სატყუარა მოკლევადიანი და მას მოყვება შემდგომში უარესი კონფლიქტი, მაშინ როდესაც ისტორია სრულიად ფალსიფიცირებულია, შორს წასული პროცესია და დღეს ძალიან რთულია დიალოგის დაწყება სიღრმისეულად ყველა მტკივნეული თემის გავლით და კონსენსუსი. მე მიმაჩნია, ის რაც 24 წლის მანძილზე მიმართული იყო შერიგებისკენ, სახალხო დოპლომარტიის განვითარების გზით და ამ მიმართულებით ბევრი პროექტი მუშაობდა 2003 წლამდე, უშუალოდაც მიმიღია მონაწილეობა რიგ პროექტებში, დღეს ვამბობ, რომ ეს იყო “ფარსი”, კონფლიქტის გასაწელად რაც შეიძლება დიდი ხნით, თუმცა ჩვენ, ვინც კეთილსინდისიერ იდეებს, კეთილსინდისიერედ ვახორციელებდით, თითქოს შედეგებიც გვქონდა, მაინც ფრაგმენტული იყო და დღეს ვამბობ, რომ გაწეული შრომა, უზარმაზარი თანხები წყალში ჩაყრილია… დასაწყებია ნულიდან, ვფიქრობ ამ ნულოვან წერტილამდე მისულიც კი არა ვართ დღეს ანუ არ არსებობს ერთიანი სტრტეგია, ოკუპირებული ტერიტორიების გასაღები ისევ “ცხრაკლიტულშია” და ეს გასაღები აქ არის საქართველოში და არა რუსეთში, ჟენევაში, თუ სხვაგან.

2. პირადად ჩემი აზრი – არავითარი რუსეთის სამხედრო ბაზები, მათი “მომრიგებელ–მოსამართლეობა” აღარ გვინდა, სხვა თემაა დიპლომატიური მოლაპარაკებები, როგორც “ქვეყანა–ქვეყანასთან“, აქ კი უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ საამისოდ არა ვართ მზად, მივედით იქამდე რომ ვიდრე საქართველო არ “დაიწმინდება”, ვიდრე საქართველოს არ ეყოლება ერონული მთავრობა, ვიდრე საქართველოში პოლიტიკური პარტიები ბინძური გზებით, თავპირისმთვრევით “სავარძლებში ჩასვენების” გამწარებული სურვილის იქეთ, ვერაფერს ხედავენ და აცნობიერებენ, ყველაფერი ფარსია. ჩვენ გვეჩქარება, დროში გაწელილი თუნდაც უალტერნატიო მოსაზრება რაც არ უნდა იყოს არაპოპულარულია, საზოგადოება დაიღალა, ასეთი აზრიც ჩნდება – ოღონდ დაგვაბრუნონ და ვინც გინდა იყოს, შესაბამისად ასეთ ადამიანებზე კეთდება აქცენტი, მათი დაყოლიება ადვილია.

3. რას ფიქრობენ დევნილები? ამაზე ერთი პასუხი არ არის, და დღევანდელ მოცემულობაში მე არა ვარ უფლებამოსილი მათი სახელით ვილაპარაკო, მაგრამ ეს არის ჩემი ერთ–ერთი სამუშაო თემა, ამაზე ნაფიქრი მაქვს, ეს კვლევის თემაა, მაგრამ არა NDI-ის დონეზე, იგი უნდა განხორციელდეს მეცნიერულ დონეზე – როგორც რაოდენობრივი, ასევე ხარისხობრივი, საქართველოში კარგად იცოდნენ კვლებების ჩატარების მექანიზმები, ჩვენი მეცნიერები და შესაბამისი კვლების ინსტიტუტები, ამაზე მუშაობდნენ აკადემიურად.

ვამთავრებ კვლავ არაპოპულარული მოსაზრებით – ზემოთ თქმული და ბევრი სხვა ხანგრძლივი პროცესია, კვლავ ფიქრი და მუშაობა, სწორი მიგნება “ნულოვან წერტილთან” მისვლა, იგი ცხრაკლიტულთაა – “ცხრაკლიტული უნდა გაიხსნას!..”

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. მარინა ეზუგბაია -8 ახალი კოვიდინფიცირებიდან, ...