Home » F-vews » არავინ იფიქროს, რომ ისრაელში ეს წესები მხოლოდ ქართველებისათვისაა მოგონილი, ნუ ჰაყვებით ემოციებს…

არავინ იფიქროს, რომ ისრაელში ეს წესები მხოლოდ ქართველებისათვისაა მოგონილი, ნუ ჰაყვებით ემოციებს…

მეირ შავიტი

ებრაელი ინვესტორი, მხატვარ-დიზაინერი. სტუდია „შავიტის“ დამაარსებელი

მეგობრებო,  ვინც ისრაელში აპირებთ წასვლას !
მე არ გამოვრიცხავ, რომ ისრაელის საზღვარზე ესა თუ ის გადაჭარბებული მოთხოვნები და სიმკაცრე დაგხვდეთ
მეტსაც გეტყვით დარწმუნებულიც ვარ ამაში, რადგან საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი ჩვენთან არსებული მდგომარეობა – ერთ უბრალო საეჭვო მოძრაობასაც კი არ შეგარჩენენ და შესაძლებელია საათობით მოკვლევის საგანი გახდეთ …

ასევე უნდა იცოდეთ, რომ რომ ისრაელის მესაზღვრესთან ან პოლიციელთან თავხედური და თუნდაც ზედმეტად თავდაჯერებული და მომთხოვნი ან პრტენზიული ლაპარაკის შემთხვევაში ძალიან მოულოდნელ და დაუნდობელ შედეგებს მიიღებთ რაც არ მოგეწონებათ. ეს ჩემთვსაც მიუღებელი მტკივნეული და ძნელია, მაგრამ რეალობაა ყველგანაა პრობლემები და საზრუნავი არ გვაკლია არავის…

და ბოლოს …. ოღონდ არავინ არ თქვას და არ იფიქროს რომ ისრაელში ეს წესები განსაკუთრებულად საქართველოსათვისა და ქართველებისათვისაა პერსონალურად მოგონილი … ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენელს თუკი რაიმე არ მოეწონათ მესაზღვრეებს ერთნაირად მკაცრად ექცევიან მათ შორის თავად ებრაელებსაც კი და ეს უნდა გვახსოვდეს როდსაც ამ საკითხზე ვმსჯელობთ და ვფიქრობთ

ანუ ვაფიქსირებ პრობლემა არებობს მაგრამ მისი გაგება შესაძლებელია თუ გავითავისებთ თუ რა არის ისრაელის საზღვარზე ასეთი მდგომარეობისა და მიდგომის მიზეზები?

ძმებო 3000 წელია ჩვენი ქვეყანა არ გვქონია!
6 000 000 ებრაელი შეგვიწირა მეორე მსოფლიო ომმა
ერი განადგურების წინ იდგა, ისრაელის დაარსების მეორე დღიდან ომი გამოგვიცხადეს და განადგურება შეგვპირდნენ – გაიგეთ რა

ჩვენ გვესვრიან და თუ პასუხი გავეცით ან ნასროლი ავიცილეთ და ვერ მიაღწიეს მიზანს – იქეთ ბრალს გვდებენ- ეს როგორაო ვერ ვაჯობეთო … ჩვენ ამდენი ვართო და ეს ერთი ციცქნა ეშმაკი ებრაელები როგორ გვჯობნიანო – ვეზიზღებით ამის გამო!

მტრების გარემოცვაში ვართ დღესაც და ამ ომში და ქარცეცხლში შესაშურ ქვეყანას ვაშენებთ უდაბნოში
ყველაფერი რაც ისრაელშია და რისთვისაც ასე გულმოდგინედ ესწრაფება ყველა ქვეყნიდან ჩამომსვლელი სამუშაოდ თუ ტურისტად – უდაბნოში 40 გრადუსიან სიცხეში უწყლოდ ურესურსებოდ დიდი შრომის თავდადების და ქვეყნის სიყვარულისა და თვითგადარჩენისათვის ზრუნვის შედეგად და კანონმორჩილებით გაჩნდა. ისრაელის ასეთი ქვეყანა რომლისკენაც ასე თავგამეტებით მიისწრაფის ყველა მტერი თუ მოყვარე ერთადერთი ფენომენია მოკლე ხანში აღმავლობისა და წარმატებისა!

ისრაელის განვითარება მისი ცხოვრების დონე და მიღწევები სამწუხაროდ მიბაძვისა და მეგობრობის სურვილს ყველგან და ყოველთვის როდი აღძრავს, მსოფლიოს უმეტესობის მტრობას შურს და გაღიზიანებას იწვევს – ამას კი პასუხად დაცვა მოვლა და პატრონობა და კანონების მკაცრი აღსრულება უნდა – სხვა გზა არაა თუ არადა გაგვსრესენ და გაგვანადგურებენ !

რაც შეეხება სიმკაცრეს და თუნდაც გადაჭარბებულს თუ გავითვალისწინებთ ყოველივე ზემოთთქმულს და იმასაც რომ ისრაელის მომავალ არსებობა არ არსებობაზეა საუბარი და ტერორის ყოველდღიურ ცეცხლში ვართ გახვეულები შვილებს ქყუჩაშივე გვიკლავენ ზურგში დანის ჩარტყმით მაშინ შესაძლო გავიგოთ ისრაელის რეალობა მძიმეა და დაუნდობელი…

ამიტომ პირადად მე ჩემი ახლობლებისა და მეგობრების სახელით ბოდიშს გიხდით შესაძლო დიკომფორტზე და გთხოვთ ნუ აყვებით ემოციებს და შეეცადეთ საზღვარზე რაც შეიძლება მეტი მოთმინება და კანონმორჩილება გამოიჩინოთ და იქონიოთ ყველა საჭირო საბუთი ლეგალური საქმიანობისა თუ მოგზაურობისათვის …

მხოლოდ ასეა შესაძლებელი უსიამოვნების თავიდან აცილება

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

“ევროპული საქართველო” დიდუბე-ჩუღურეთში მხარს ზურა ჯაფარიძეს დაუჭერს

“გირჩის” ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე არჩევნებზე კენჭს დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში იყრის. ზურაბ გირჩი ჯაფარიძე არჩევნებზე ...