Home » მთავარი » „არანაირ სამართლიან არჩევნებს არ ველი! „

„არანაირ სამართლიან არჩევნებს არ ველი! „

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 3 დღე დარჩა. როგორ ხედავენ წინასაარჩევნო პროცესს გვერდიდან და რა მოლოდინებია საზოგადოებაში?

ემზარ ქვარიანი

„მებრძოლ ვეტერანთა კავშირი“

-არანაირ სამართლიან არჩევნებს არ ველი, წინასაარჩევნო მარათონი არ არის თანაბარი ყველა კანდიდატისთვის, აბა ნახეთ, ყველა სატელევიზიო გამოკითხვა სწორედ იქით მიდის ყურადღება ისევ სახელისუფლებო კანდიდატზე, ასევე ნაციონალურ და ახალ ევროპულ საქართველოზე გადაიტანონ, ანუ, ისევ სახელისუფლებო ძალა და ნაციონალები თავისი განაყარით-სხვა ვინ ჩანს? ეს კი რას ნიშნავს?  ნიშნავს იმას, რომ წინასწარ არის დაგეგმილი და კარგად გააზრებული ქმედება არჩევნების გაყალბების მცდელობისა.

ყველაფერს აკეთებს ხელისუფლება, რომ მხოლოდ ნაცები ჰყავდეს ოპოზიციაში. სამწუხაროა, მაგრამ აშკარად ჩანს, რომ სხვა პრობლემა ხელისუფლებას არ აქვს ქვეყანაში! წარმატებით ასრულებენ უცხო ქვეყნების დავალებას!

ასე რომ ამ არჩევნებისგან დიდი მოლოდინი არ მაქვს.

Facebook Comments
x

Check Also

„საბრძოლო მომზადების კუთხით ჩვენ ნატოსთან თავსებადები ვართ“

საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ქართველი სამხედროების საბრძოლო მომზადების დონე ნატოს სტანდარტების შესაბამისია – ამის შესახებ ...