Home » მთავარი » არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის ქმედებები

არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის ქმედებები

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ფაქტზე  ბრალდებულებს – ჰ.ს.-ს და რ.ს.-ს  აღკვეთის ღონისძიების სახით  პატიმრობა შეუფარდა.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 30 ივნისს, დღის საათებში,  ჰ.ს.-მ და რ.ს.-მ თბილისში, ვარკეთილის ზემო პლატოზე, სამი არასრულწლოვანი ძალის გამოყენებით შეიყვანეს საცხოვრებელ სახლში და მოზარდებთან ჩაიდინეს სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება.

სამართალდამცველებმა რ.ს. და ჰ.ს. 2017 წლის 4 ივლისს თბილისში დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ჩადენილი ჯგუფურად, წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას 11- დან 15  წლამდე ითვალისწინებს.

Facebook Comments
x

Check Also

თავდაცვის მინისტრმა ლატვიის ელჩს უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლატვიის რესპუბლიკის ელჩთან გაცნობითი  ხასიათის შეხვედრა გამართა.  ირაკლი ღარიბაშვილმა ინგრიდა ლევრენესს  საქართველოს ...