Home » მთავარი » „არა კაბალურ ხელშეკრულებებს“ – ქუთაისში, „საქართველოს ბანკთან“ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

„არა კაბალურ ხელშეკრულებებს“ – ქუთაისში, „საქართველოს ბანკთან“ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

„არა კაბალურ ხელშეკრულებებს“, „დასრულდეს ფსევდო მეგობარი ბანკების ფარფაში“,- ამ სლოგანებით ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. 

აქციის მონაწილეების თქმით, მათ შიმშილობა დაიწყეს, რადგან კაბალური ხელშეკრულებებით ბანკები მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის კიდევ უფრო მეტად დამძიმებას ცდილობენ.

მოშიმშილე ოთარ ხმელიძე პროტესტის უკიდურესი ფორმისათვის მიმართვის მიზეზად იმ ფაქტს ასახელებს, რომ ბანკმა ორ თვეში 22 000 ლარის ჯარიმა დაარიცხა.

ოთარ ხმელიძე განმარტავს, რომ ბანკის წინაშე არსებული დავალიანების დაფარვაზე უარს არ ამბობს, თუმცა ჯარიმის სახით დარიცხული 22 000 ლარის გადახდას არ აპირებს.

შიმშილობის აქციას ბანკებისგან დაზარალებული სხვა მოქალაქეებიც შეუერთდნენ.

მოქალაქეთა ბრალდებებზე კომენტარს „საქართველოს ბანკში“ ჯერჯერობით არ აკეთებენ.

Facebook Comments
x

Check Also

საქართველოს თავდაცვის ძალებს 304 სამხედრო მოსამსახურე შეემატა

დღეს, ვაზიანის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში, 304-მა კურსდამთავრებულმა საზეიმო ფიცი დადო. ფიცის დადებამდე, რეკრუტებმა საწყისი ...