Home » მთავარი » “არა მგონია წარმატებით იწყებდეთ სადეპუტატო კარიერას!“

“არა მგონია წარმატებით იწყებდეთ სადეპუტატო კარიერას!“

businesscontract.ge – ის ინფორმაციით, ქართული ოცნების წევრი, დიდუბის მაჟორიტარობის კანდიდატი ილია წულაია აცხადებს, რომ  საპოლიციო გამოსახლების წესის გაუქმება სწორი გადაწყვეტილება არ იყო და მას სავარაუდოდ ახალი მოწვევის პარლამენტი გადახედავს.

-„საპოლიციო გამოსახლების ინსტიტუტის გაუქმება ჩემი აზრით არ იყო სწორი გადაწყვეტილება და მე ვფიქრობ ახალი პარლამენტი გადახედავს ამ ინიციატივას, რომ უფრო მეტად მოქნილი გახდეს საქართველოში ბიზნესის კეთება” – განაცხადა წულაიამ “ბიზნესკონტრაქტთან” საუბრისას.

წულაიას ამ განცხადებას ჟურნალისტი მარინა ლათიბაშვილი ეხმიანება და საჯაროდ მიმართავს მას.

-„აბა,რა არის სწორი,როდესაც ხალხს ქუჩაში უშვებენ მხოლოდ იმიტომ,რომ მაღალი საბანკო პროცენტების, ან უმუშევრად დარჩენის გამო კრედიტს ვეღარ ფარავს?!.. და, ამის გამო საცხოვრებელს ართმევდნენ,ქუჩაში ტოვებდნენ -ეს არის სწორი?!…ისინი ხომ კრედიტის დაფარვაზე უარს არ ამბობენ?! მხოლოდ გრძელვადიან და შედარებით დაბალპროცენტიან სესხს ითხოვენ?!.. ( მშენებარე კორპუსების მეპატრონეებისაგან გადაგდებულ ოჯახებზე რას იტყვით, წლობით ბინის ქირასაც რომ იხდიან და მიხედავად იმისა,რომ ახალი ბინის თანხა სრულად დაფარული აქვთ,მაინც რომ ვერ შედიან საკუთარ სახლებში?!…ამ მშენებლობების მეპატრონეებს არ ეკუთვნით პოლიციური წესით გამოსახლება საკუთარი სახლებიდან თუ მხოლოდ ჩვეულებრივ მოკვდავებზეა ეს წესი აღსადგენი?!….. ანუ,არჩევნები დამთავრდა?!. არა მგონია, პარლამენტმა ეს წესი აღადგინოს,მაგრამ არც ის მგონია წარმატებით იწყებდეთ  სადეპუტატო კარიერას! და მაინც წარმატებებს გისურვებთ.“

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

ქართველი მწერალი პარიზულ გამოცემებში…

პრესტიჟულმა პარიზულმა ონლაინ გამომცემლობამ “Edition999” გამოაქვეყნა მწერლისა და პოეტის გია ჯიჭონაიას “კოლხური კირბები”-ს ინგლისურად თარგმნილი ...