Home » მთავარი » „არგომ“ სეზონი დიდი პრემიერით დახურა

„არგომ“ სეზონი დიდი პრემიერით დახურა

ფოთის საბავშვო თეატრმა „არგომ“, რომლის ხელმძღვანელი გუჯა ქარაია გახლლავთ სეზონი დიდი პრემიერით დახურა. „არგოელებმა“ ფოთის თეატრის დიდ სცენაზე ნოდარ დუმბაძის „ბოშები“ წარმოადგინეს.

საოცრად არტისტულმა პატარა მსახიობებმა, ლამაზმა კოსტიუმებმა, კარგად შერჩეულმა მუსიკამ  პირველივე სცენიდან აღაფრთოვანა მაყურებელი. იმდენად შევიდნენ როლში „არგოელები“, რომ მაყურებელს დაავიწყეს რეალობა და ისინიც „ბოშების“ პერსონაჟებად აქციეს.

       

დარბაზი სულმოუთქმენლად ელოდებოდა ყოველი ახალი სცენის დაწყებას.

ამ პრემიერით „არგომ“ სეზონი დახურა. წინ აგვისტოში ფესტივალია, საიდანაც მხოლოდ გამარჯვებით დაბრუნებას გეგმავენ.

Facebook Comments
x

Check Also

გირჩი წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ პარტიული სიით

ზურა ჯაფარიძე “გირჩი” “შემოდგომაზე ხელისუფლების ცვლილებისთვის მაჟორიტარულ ოლქებში ერთიან ოპოზიციურ კანდიდატებზე შეთანხმება არის მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით ...