Home » ემიგრანტები » “არიან ოჯახები, რომლებიც არალეგალებს პოლიციასთან აბეზღებენ”

“არიან ოჯახები, რომლებიც არალეგალებს პოლიციასთან აბეზღებენ”

ისრაელში არალეგალი ქართველების აყვანა გრძელდება. ამ დროისთვის 40-მდე ქართველია დაკავებული, რომლებსაც იქ ყოფნის ვადა ამოეწურათ და სხვადასხვა დაწესებულებებში არალეგალად მუშაობდნენ. მათი ნაწილის დეპორტაცია საქართველოში უკვე მოხდა, უმეტესობა კი წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. როგორც ისრაელში მყოფი ემიგრანტები აცხადებენ, არის ზოგიერთი ადგილობრივი ოჯახი, რომლებიც პოლიციასთან თანამშრომლობენ და თუ მათ მეზობლად არალეგალი შეამჩნიეს, ყველას აბეზღებენ, სანაცვლოდ კი გარკვეულ თანხას იღებენ. მათვე აღნიშნეს, რომ როდესაც სამუშაოდ სხვადასხვა ოჯახებში მიდიან და ქუჩაში გადაადგილდებიან, მუდმივად შიშს განიცდიან, რომ არ მოხდეს მათი დაკავება.
რაც შეეხება დაკავებულებს, როგორც ისინი აცხადებენ, ძალიან მძიმე პირობებში იმყოფებიან.

Facebook Comments
x

Check Also

6 ივლისიდან სოფელ მუშევანში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 6 ივლისიდან სოფელ მუშევანში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნება; დასაშვები ხდება ტრენინგებისა ...